სამ მამას ჩვეულებად ჰქონდა, რომ ყოველწლიურად აბბა ანტონი მოენახულებინა. ორი მათგანი ბერს გამუდმებით გულისთქმათა და სულის ცხონების შესახებ უსმევდა კითხვებს, ერთი კი ყოველთვის დუმდა და წმინდა მამას არასოდეს არაფერს ეკითხებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ აბბა ანტონმა მას ჰკითხა: „უკვე რამდენი წელია ჩემთან დადიხარ და არცერთხელ არაფერი გიკითხავს". „მამაო, ჩემთვის შენი ცქერაც კი საკმარისია", - მიუგო ძმამ.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"