მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ბერი, რომელიც აბბა ანტონს ყოველწლიურად სტუმრობდა, მას არასოდეს არაფერს ეკითხებოდა, რადგან მისთვის წმინდა ბერის ოდენ ხილვაც საკმარისი იყო
ბერი, რომელიც აბბა ანტონს ყოველწლიურად სტუმრობდა, მას არასოდეს არაფერს ეკითხებოდა, რადგან მისთვის წმინდა ბერის ოდენ ხილვაც საკმარისი იყო1-12-2019, 00:02 |
სამ მამას ჩვეულებად ჰქონდა, რომ ყოველწლიურად აბბა ანტონი მოენახულებინა. ორი მათგანი ბერს გამუდმებით გულისთქმათა და სულის ცხონების შესახებ უსმევდა კითხვებს, ერთი კი ყოველთვის დუმდა და წმინდა მამას არასოდეს არაფერს ეკითხებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ აბბა ანტონმა მას ჰკითხა: „უკვე რამდენი წელია ჩემთან დადიხარ და არცერთხელ არაფერი გიკითხავს". „მამაო, ჩემთვის შენი ცქერაც კი საკმარისია", - მიუგო ძმამ.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |