აბბა პიმენმა გვაუწყა: „როდესაც აბბა ზაქარია კვდებოდა, აბბა მოსემ ჰკითხა: „რას ხედავ?" „აბბა! განა უკეთესი არ იქნება, რომ ამის თაობაზე არაფერი ვთქვა?" - უპასუხა მომაკვდავმა. „იყოს ნება შენი, შვილო, ნურაფერს იტყვი," - დაამშვიდა მოსემ. გარდაცვალების წუთებში ზაქარიას გვერდით აბბა ისიდორე იმყოფებოდა. როდესაც ხუცესმა ზეცას ახედა, წარმოთქვა: „გაიხარე, შვილო ჩემო, ზაქარია, შენთვის ზეციური სასუფევლის კარი გაიხსნა!" და მომაკვდავმაც მაშინვე სული განუტევა. აბბა ზაქარია მამებმა სავანეში დაკრძალეს.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)
წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"