მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > ხუცესმა ისიდორემ იხილა, თუ როგორ გაიხსნა ზეციური სასუფევლის კარი მომაკვდავი ზაქარიას სულისათვის

ხუცესმა ისიდორემ იხილა, თუ როგორ გაიხსნა ზეციური სასუფევლის კარი მომაკვდავი ზაქარიას სულისათვის


11-11-2019, 18:06

  

 

   აბბა პიმენმა გვაუწყა: „როდესაც აბბა ზაქარია კვდებოდა, აბბა მოსემ ჰკითხა: „რას ხედავ?" „აბბა! განა უკეთესი არ იქნება, რომ ამის თაობაზე არაფერი ვთქვა?" - უპასუხა მომაკვდავმა. „იყოს ნება შენი, შვილო, ნურაფერს იტყვი," - დაამშვიდა მოსემ. გარდაცვალების წუთებში ზაქარიას გვერდით აბბა ისიდორე იმყოფებოდა. როდესაც ხუცესმა ზეცას ახედა, წარმოთქვა: „გაიხარე, შვილო ჩემო, ზაქარია, შენთვის ზეციური სასუფევლის კარი გაიხსნა!" და მომაკვდავმაც მაშინვე სული განუტევა. აბბა ზაქარია მამებმა სავანეში დაკრძალეს.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"



 


უკან დაბრუნება