xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » თვალთმაქც, თუმცა ყველასგან პატივდებულ განდეგილს დემონმა ტანჯვით ამოართვა სული; ხოლო მართალი მწირის სულისათვის მთავარანგელოზები და დავით წინასწარმეტყველი იქნენ მივლენილნი
თვალთმაქც, თუმცა ყველასგან პატივდებულ განდეგილს დემონმა ტანჯვით ამოართვა სული; ხოლო მართალი მწირის სულისათვის მთავარანგელოზები და დავით წინასწარმეტყველი იქნენ მივლენილნი
29-01-2020, 16:14  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   

   ერთმა ძმამ ბერს ჰკითხა: „კაცი სახელით ცხონდება თუ საქმეებით?" ბერმა უპასუხა: საქმეებით. გამიგონია, რომ ერთხელ მონაზონს ლოცვისას გაუჩნდა სურვილი, რომ მართლისა და ცოდვილის სულის მარადიული სამყოფელი ენახა და ღმერთმაც არ ისურვა მისი განაწყენება. ის ძმა ერთ ქალაქში გაემგზავრა. ერთხელ, როცა ქალაქგარეთ ერთ მონასტერთან შეისვენა, შეიტყო, რომ იმ მონასტერში ერთი ყველასგან პატივდებული განდეგილი მძიმედ დასნეულებულიყო და აღსასრულს ელოდა. ძმამ იხილა მისთვის მომზადებული უამრავი სანთელი და კანდელი, მომაკვდავს მთელი ქალაქი იმგვარად დასტიროდა, თითქოს ღვთისგან წყალი და პური მისი ლოცვით ეძლეოდათ. „მას რომ რაიმე შეემთხვეს, ყველანი დავიხოცებით," - მოსთქვამდნენ ისინი. როდესაც მისი გასვლის ჟამმა მოაწია, ძმამ, რომელიც ყოველივეს ინტერესით აკვირდებოდა, იხილა ცეცხლოვანი შუბებით შეიარაღებული ჯოჯოხეთის ტარტარები და შემოესმა ხმა: „რადგანაც მისმა სულმა არაფრით მანუგეშა, არ შეიბრალო და დაეპატრონე, რათა არ იხილოს სიმშვიდე აწ და მარადის". და მან, ვისაც ეს ებრძანა, მყისვე აძგერა ცეცხლოვანი შუბი განდეგილის გულს, დიდხანს აწამა მომაკვდავი და სული ტანჯვით ამოართვა. ამ ამბით შეძრული ძმა ქალაქში ატირებული შევიდა. უეცრად ქალაქის მოედანზე ერთი მწირი მონაზონი შენიშნა, რომელიც სნეული იწვა და გევრდით ერთი დღე დაჰყო. როდესაც სნეულს აღსრულების წუთი დაუდგა, ძმამ იხილა მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, რომლებიც მწირის სულის მისაბარებლად იყვნენ მოვლენილნი. ერთი მარჯვნივ მიუჯდა სნეულს, მეორე - მარცხნივ, იხმობდნენ მის სულს, მაგრამ ის სხეულს არ ტოვებდა. მაშინ მიქაელმა უთხრა გაბრიელს: „ამოართვი სული და წავიდეთ". გაბრიელი არ დაეთანხმა: „ჩვენ მისი სულის უმტკივნეულოდ მიბარება გვაქვს ნაბრძანები, ამიტომ მას სხეულის დატოვებას ვერ ვაიძულებთ". მთავარანგელოზმა მიქაელმა ღმერთს შეჰღაღადა: „უფალო! რას გვიბრძანებ, რა ვუყოთ ამ სულს, რადგან არ სურს სხეულიდან გასვლა?" ზეციდან ხმა გაისმა: „ვაგზავნი დავითს მგალობლებთან ერთად, რათა სნეულის სულმა ტკბილხმოვანი გალობა მოისმინოს და ძალდაუტანებლად დატოვოს სხეული". როდესაც ყველანი სნეული მწირის გარშემო მოგროვდნენ და გალობას მოჰყვნენ, სული მიქაელის ხელზე გადავიდა და ზეცისკენ სიხარულით იქნა ატაცებული".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine