xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ვიდრე იღუმენი სრული უპოვარებით ცხოვრობდა, მას ეშმაკებზე ძალა გააჩნდა, მას შემდეგ კი, რაც მეფისაგან ოქრო მიიღო და ყოფითი პრობლემებით დაკავდა, ავ სულებს მისი აღარ ეშინოდათ
ვიდრე იღუმენი სრული უპოვარებით ცხოვრობდა, მას ეშმაკებზე ძალა გააჩნდა, მას შემდეგ კი, რაც მეფისაგან ოქრო მიიღო და ყოფითი პრობლემებით დაკავდა, ავ სულებს მისი აღარ ეშინოდათ
26-10-2019, 18:59  / ამოსაბეჭდი ვერსია

ვიდრე იღუმენი სრული უპოვარებით ცხოვრობდა, მას ეშმაკებზე ძალა გააჩნდა, მას შემდეგ კი, რაც მეფისაგან ოქრო მიიღო და ყოფითი პრობლემებით დაკავდა, ავ სულებს მისი აღარ ეშინოდათ

 

   ერთ მონასტერში ყველა ძმა თავისი შრომით ირჩენდა თავს. იღუმენი სტუმრებისაგან არც სამოსელს იღებდა, არც საჭმელსა და ფულს და მთლიანად ღმერთს მინდობილი აცხადებდა: „ყველაფერი უკან წაიღეთ, დაგვტოვეთ ქრისტესთან და ის თავად იზრუნებს ჩვენთვის, რადგან განვიკითხებით იმის გამო, რომ სხვისი შრომით ვიარსებეთ, როცა შეგვეძლო, რომ საკუთარი ხელით ვირჩინოთ თავი". ვიდრე წინამძღვარი ამგვარად ფიქრობდა, უფლის სიყვარული არ ტოვებდა, ამის გამო ეშმაკებზე ძალაუფლებაც მიემადლა და მისი დიდება შორს გავრცელდა. თუმცაღა მოხდა ისე, რომ ხმამ ბერის სათნომყოფელი ცხოვრების შესახებ მეფის ყურამდეც მიაღწია და მბრძანებელმა ის თავისთან მოიხმო, რათა მისგან ლოცვითი შეწევნა გამოეთხოვა. წინამძღვარი მეფეს ეახლა, მათ დიდხანს ისაუბრეს და მისგან მიღებული სარგებლით კმაყოფილმა ხელმწიფემ განშორებისას უამრავი ოქრო უბოძა. ბერი ცდუნებას ვერ შეეწინააღმდეგა, მიიღო მეფისგან ბოძებული და როდესაც მონასტერში დაბრუნდა, შეამჩნია, რომ ბევრი რამ აკლდათ. მაშინ ხელი მიჰყო მინდვრების ყიდვას, შეიძინა ჯორები, ვირები, დაიქირავა მუშახელი და ვერც კი შეამჩნია, რომ რაც უფრო მეტად ზრუნავდა მიწიერისათვის, მით მეტად შორდებოდა ღმერთს, ბოლოს კი სრულიად დაკარგა მადლი. ერთხელ იღუმენს ეშმაკეული მოჰგვარეს, რათა მისგან ბოროტი სული განედევნა. ბერმა შესძახა: „გამოდი ღვთის ქმნილებისაგან!" „მე შენ აღარ გემორჩილები!" - მიუგო ბოროტმა. „რატომ?" - გაიოცა ბერმა. „იმიტომ, რომ შენ ახლა უკვე თავად ხარ ჩვენი ახლობელი, რადგან მიწიერმა საზრუნავმა ღმერთი დაგავიწყა. აღარ დაგემორჩილები და არც ძალა აღარ გეყოფა ჩემს დასამარცხებლად" - მიუგო ადამიანთა მოდგმის მტერმა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

 

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine