xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ვინც პატრიარქს უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლას
ვინც პატრიარქს უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლას
1-07-2018, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

გაბრიელ ბერი: „კარგად დაიმახსოვრეთ: განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია, ვინც პატრიარქს განუდგება, სექტაა!" 

 

   ჩვენს დროში, როდესაც საქართველოს პატრიარქი გარკვეულ ძალთა ღვარძლიანი განქიქების ადრესატად იქცა, როდესაც ცოტა თუ ფიქრობს, აქვს თუ არა ამის უფლება, ან რა შეიძლება მოჰყვეს ამ ზოგჯერ ბოლომდე გაუაზრებელ ამბიციას, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ იმ ადამიანის სიტყვა, რომელსაც ბევრი სწორედ პატრიარქს „სამართლიან" კრიტიკაში სდებდა ხოლმე ბრალს. იმის საილუსტრაციოდ კი, როგორი უნდა იყოს სულიერი მამისადმი ჩვენი დამოკიდებულება, ერთ მაგალითს მოვიყვანთ: ერთხელ გაბრიელ ბერს იმათთვის, ვისაც პატრიარქის კრიტიკა გაუბედავს, თავისი ლოცვისაგან გადაყვლეფილი მუხლები დაუნახვებია და უთქვამს: როგორ ბედავ! შეხედე ჩემს მუხლებს, ხომ ხედავ, როგორ მაქვს გადაყვლეფილი დღე და ღამ მასზე ლოცვით! ამას რომ ამბობ, გაქვს კი მისი სიყვარული? მე უფლება მაქვს და თუ საჭიროა, თავადვე ვეტყვიო".

   ვგონებთ, ძნელია, ამაზე მეტყველი მაგალითი ვინმემ იცოდეს, იმის წარმოდგენაც ძნელია, ჩვენმა მცირე წერილმა ვინმე პატრიარქის განკითხვისა და ცილისწამების ვნებისაგან განკურნოს, მაგრამ ერთი ადამიანის გულს თუ მაინც შეეხო, ესეც საქმეა.

   გაბრიელ ბერს წინასწარ განუჭვრეტია, რომ ქართული ეკლესიის წინამძღოლი ილია მეორე გახდებოდა. ამბობდა, იგი უამრავ სატანჯველს გამოივლის, მაგრამ მისი საქმეები გვირგვინად დაადგება და განაბრწყინებს საკათალიკოსო ტახტსო.

   თავის ქადაგებას კი ამგვარად იწყებდა: „მე ვარ დიდი ცოდვილი და დიდი უძლური, უფალი ბრძანებს: „სჯა ჩემი არს, მე უნდა მივაგო, შენ ვინ ხარ, კაცო, რომ ჩემს მაგივრად მიაგებო?" განკითხვა მაშინ არის დიდი ცოდვა, როდესაც ადამიანებზე აღიმაღლებ თავს: „ყოველი მაღალი გულითა საძაგელია უფლის წინაშე", ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს" (მათე, 23, 12). დაცემულს რომ განიკითხავ, ღმერთს განიკითხავ, ავაზაკი, მრუში, მეძავი ნახო, თუნდაც ქუჩაში ეგდოს, არ განიკითხო, რადგან უფალს მათი ვნებები მიშვებული აქვს, მათ ასე უნდა იპოვონ ღვთის გზა და შეინანონ. შენი ვნებები კი უფალს უჭირავს, რადგან, რომ მიგიშვას, უარეს ცოდვებში ჩაეფლობი, ცოდვებიდან ვეღარ გამოხვალ და დაიღუპები, ამიტომ შენი თავით ნურასოდეს იამაყებ. კაცი რომ ნახე, მოყვასს შესცოდა, ისიც ნახე, რომ შეინანა? როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გიაროს ადამიანმა ის ცოდვა, რომელშიც სხვა განიკითხა".

   როდესაც მავანმა პატრიარქი განიკითხა, განრისხებულმა მამა გაბრიელმა საბერო კაბა გადაიწია, თავისი ლოცვით გადატყავებული მუხლები უჩვენა და უთხრა: „როგორ ბედავ! შეხედე ჩემს მუხლებს! ხომ ხედავ, როგორ მაქვს გადაყვლეფილი დღე და ღამ მასზე ლოცვით? ამას რომ ამბობ, შენ გაქვს კი მისი სიყვარული? მე უფლება მაქვს და თუ საჭიროა, თავად ვეტყვიო".

   თუ ვინმე ეკლესიისა და პატრიარქის ღირსებას შელახავდა, ეტყოდა: „კარგად დაიმახსოვრე: განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია! ვინც პტრიარქს განუდგება, სექტაა, ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლას. ადამიანის სიკვდილით დასჯა მხოლოდ მეფეს შეუძლია, ოღონდ სინოდის გადაწყვეტილებით და მხოლოდ ისეთი ცოდვის გამო, რომელიც კაცს არ ეპატიება, არ სწორდება და სულებს ღუპავს... ყოველი პატრიარქის დროს იყო წინააღმდეგობები, ეფრემსაც განუდგნენ, მაგრამ მე მათ საქმეში არ ჩავრეულვარ... როგორ ფიქრობთ, სწორად მოვიქეცი?

   - დიახო, - უპასუხა.

   - ჰოდა, კარგად დაიმახსოვრეთ: თქვენი საქმე არ არის, ვინ საით გარბის, თქვენ საკუთარ ცოდვებზე იტირეთო".

 

 

 გაზეთიდან "Georgian Times" 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine