მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ვინც პატრიარქს უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლას
ვინც პატრიარქს უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლას1-07-2018, 00:03 |
გაბრიელ ბერი: „კარგად დაიმახსოვრეთ: განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია, ვინც პატრიარქს განუდგება, სექტაა!"
ჩვენს დროში, როდესაც საქართველოს პატრიარქი გარკვეულ ძალთა ღვარძლიანი განქიქების ადრესატად იქცა, როდესაც ცოტა თუ ფიქრობს, აქვს თუ არა ამის უფლება, ან რა შეიძლება მოჰყვეს ამ ზოგჯერ ბოლომდე გაუაზრებელ ამბიციას, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ იმ ადამიანის სიტყვა, რომელსაც ბევრი სწორედ პატრიარქს „სამართლიან" კრიტიკაში სდებდა ხოლმე ბრალს. იმის საილუსტრაციოდ კი, როგორი უნდა იყოს სულიერი მამისადმი ჩვენი დამოკიდებულება, ერთ მაგალითს მოვიყვანთ: ერთხელ გაბრიელ ბერს იმათთვის, ვისაც პატრიარქის კრიტიკა გაუბედავს, თავისი ლოცვისაგან გადაყვლეფილი მუხლები დაუნახვებია და უთქვამს: როგორ ბედავ! შეხედე ჩემს მუხლებს, ხომ ხედავ, როგორ მაქვს გადაყვლეფილი დღე და ღამ მასზე ლოცვით! ამას რომ ამბობ, გაქვს კი მისი სიყვარული? მე უფლება მაქვს და თუ საჭიროა, თავადვე ვეტყვიო". ვგონებთ, ძნელია, ამაზე მეტყველი მაგალითი ვინმემ იცოდეს, იმის წარმოდგენაც ძნელია, ჩვენმა მცირე წერილმა ვინმე პატრიარქის განკითხვისა და ცილისწამების ვნებისაგან განკურნოს, მაგრამ ერთი ადამიანის გულს თუ მაინც შეეხო, ესეც საქმეა. გაბრიელ ბერს წინასწარ განუჭვრეტია, რომ ქართული ეკლესიის წინამძღოლი ილია მეორე გახდებოდა. ამბობდა, იგი უამრავ სატანჯველს გამოივლის, მაგრამ მისი საქმეები გვირგვინად დაადგება და განაბრწყინებს საკათალიკოსო ტახტსო. თავის ქადაგებას კი ამგვარად იწყებდა: „მე ვარ დიდი ცოდვილი და დიდი უძლური, უფალი ბრძანებს: „სჯა ჩემი არს, მე უნდა მივაგო, შენ ვინ ხარ, კაცო, რომ ჩემს მაგივრად მიაგებო?" განკითხვა მაშინ არის დიდი ცოდვა, როდესაც ადამიანებზე აღიმაღლებ თავს: „ყოველი მაღალი გულითა საძაგელია უფლის წინაშე", ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს" (მათე, 23, 12). დაცემულს რომ განიკითხავ, ღმერთს განიკითხავ, ავაზაკი, მრუში, მეძავი ნახო, თუნდაც ქუჩაში ეგდოს, არ განიკითხო, რადგან უფალს მათი ვნებები მიშვებული აქვს, მათ ასე უნდა იპოვონ ღვთის გზა და შეინანონ. შენი ვნებები კი უფალს უჭირავს, რადგან, რომ მიგიშვას, უარეს ცოდვებში ჩაეფლობი, ცოდვებიდან ვეღარ გამოხვალ და დაიღუპები, ამიტომ შენი თავით ნურასოდეს იამაყებ. კაცი რომ ნახე, მოყვასს შესცოდა, ისიც ნახე, რომ შეინანა? როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გიაროს ადამიანმა ის ცოდვა, რომელშიც სხვა განიკითხა". როდესაც მავანმა პატრიარქი განიკითხა, განრისხებულმა მამა გაბრიელმა საბერო კაბა გადაიწია, თავისი ლოცვით გადატყავებული მუხლები უჩვენა და უთხრა: „როგორ ბედავ! შეხედე ჩემს მუხლებს! ხომ ხედავ, როგორ მაქვს გადაყვლეფილი დღე და ღამ მასზე ლოცვით? ამას რომ ამბობ, შენ გაქვს კი მისი სიყვარული? მე უფლება მაქვს და თუ საჭიროა, თავად ვეტყვიო". თუ ვინმე ეკლესიისა და პატრიარქის ღირსებას შელახავდა, ეტყოდა: „კარგად დაიმახსოვრე: განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია! ვინც პტრიარქს განუდგება, სექტაა, ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლას. ადამიანის სიკვდილით დასჯა მხოლოდ მეფეს შეუძლია, ოღონდ სინოდის გადაწყვეტილებით და მხოლოდ ისეთი ცოდვის გამო, რომელიც კაცს არ ეპატიება, არ სწორდება და სულებს ღუპავს... ყოველი პატრიარქის დროს იყო წინააღმდეგობები, ეფრემსაც განუდგნენ, მაგრამ მე მათ საქმეში არ ჩავრეულვარ... როგორ ფიქრობთ, სწორად მოვიქეცი? - დიახო, - უპასუხა. - ჰოდა, კარგად დაიმახსოვრეთ: თქვენი საქმე არ არის, ვინ საით გარბის, თქვენ საკუთარ ცოდვებზე იტირეთო".
გაზეთიდან "Georgian Times" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |