xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ყოველი ქრისტიანი დიდი კრძალულებით უნდა მიეახლოს ამ წმიდა ქალაქს
ყოველი ქრისტიანი დიდი კრძალულებით უნდა მიეახლოს ამ წმიდა ქალაქს
24-04-2018, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია

ყოველი ქრისტიანი დიდი კრძალულებით უნდა მიეახლოს ამ წმიდა ქალაქს

 

   ნეტარი იერონიმე მოგვითხრობს, რომ ქ. ნაზარეთში, იმ ადგილას, სადაც მთავარანგელოზმა ახარა ქალწულ მარიამს მაცხოვრის მოვლენა, IV საუკუნეში აგებული იყო ხარების სახელობის ტაძარი. ამჟამად იქ მდებარეობს დიდგალავანშემორტყმული ლათინთა მონასტერი. თავად ნაზარეთი გარშემო არაფრით არ არის დაცული. ქალაქის მფარველი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია.

   გარდა ლათინთა (კათოლიკეთა) მონასტრისა, ნაზარეთში არის არაბულ - მართლმადიდებლური ტაძარი. იგი აგებულია ქალაქის ბოლოს, თაბორის მთისკენ მიმავალ გზაზე. ტაძრის მშენებლობას რუსეთის მეფენი ხელმძღვანელობდნენ, ადრე კი ამ ადგილზე წმ. ელენეს მიერ აგებული ტაძარი იყო. შიგნით, ეკლესიაში, არის ღრმა აუზი. გადმოცემის თანახმად წმიდა ოჯახი ამ აუზის გვერდით ცხოვრობდა ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ. აუზში წყალი სუფთა და ანკარაა, იგი სასწაულთმოქმედია. მრავალი რწმენით მისული ადამიანი განიკურნა ამ წყლით. დღესაც, განსაკუთრებით ხარების დღესასწაულზე, მრავალი ადამიანი ჩადის ნაზარეთში, ესწრებიან საღმრთო ლიტურგიას და სვამენ სასწაულთმოქმედ წყალს. მართლმადიდებელნი ევედრებიან ღვთისმშობელს სულიერი ძალის მონიჭებას, სნეულებათაგან განკურნებას, მეოხებას ღვთის წინაშე.

   ამჟამად ნაზარეთი პატარა დასახლებაა. არაბები მას ნაზირას უწოდებენ. ქალაქში 3000-მდე მაცხოვრებელი ბერძენი, არაბი, ლათინი და მაგომეტანია.

   პალესტინაში ჩასული ყოველი მორწმუნე განსაკუთრებული კრძალულებით უნდა მიეახლოს ამ წმიდა ქალაქს. ნაზარეთში ცხოვრობდნენ ღვთისმშობლის მშობლები წმ. იოაკიმე და წმ. ანა; იქ ცხოვრობდა მარიამ ღვთისმშობელი იოსებ დამწინდველის სახლში; ამ ქალაქში მოხდა უდიდესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში - ხარება მაცხოვრის ამქვეყნად მოვლენისა; ნაზარეთში გაატარა უფალმა იესო ქრისტემ მიწიერი ცხოვრების 30 წელი; ამიტომაც თვით მაცხოვარს უწოდეს „ნაზარეველი", მის მიმდევრებს კი დღემდე „ნაზარეველებს" უწოდებენ.



Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine