xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ლოცვა » თავნი გონებით ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)
თავნი გონებით ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)
2-12-2017, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

თავნი გონებით ლოცვის შესახებ (ნაწილი 2)

 

   ლოცვა იმდენად გვაერთიანებს ქრისტესთან, რამდენადაც ეშმაკისგან განგვაშორებს, და არა მარტო მისგან - ამსოფლიური სიბრძნისგანაც, რომელიც შობს და ინახავს ვნებებს.

 

 

● ● ●

   ლოცვის ეშმაკი მცონარებაა. ეშმაკის ეშმაკი კი ლოცვის წადილი და გულმხურვალება გამოდის. „სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით," - გვუბნება მოციქული (რომ. 12, 11). ეს მხურვალება იზიდავს და აკავებს მადლს მლოცველში და ვლინდება სინათლედ, სიხარულად და გამოუთქმელ ნუგეშად; დემონებისთვის კი იგი ცეცხლად და სიმწარედ, მათ განმდევნელად იქცევა. მოვლენილი მადლი უმალ შემოკრებს გაფანტულ გონებას, კურნავს მას ყველა მაცდური და არაწმიდა გულისსიტყვისგან და ატკბობს ღმერთის მოხსენიებით.

 

 

● ● ●

   ბაგეებით ლოცულობ? იქვეა მადლიც. მაგრამ ბაგეთაგან ლოცვამ გონებაში უნდა გაიაროს და გულში ჩაეშვას. ამისთვის დიდი დრო და შრომაა საჭირო.

 

 

● ● ●

   ენა უნდა დაშვრეს და ზღოს მთელი თავისი უქმმეტყველებისა და დაცემისათვის. ეს იმიტომ, რომ იშვას ჩვევა, რაც შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერ მოხდება. უნდა გამოვიჩინოთ სიმდაბლე, რათა მადლი გვეწვიოს; შემდეგ იხსნება გზა - ლოცვა სუნთქვას უერთდება, ხოლო გამოღვიძებული გონება მას თვალყურს ადევნებს. დროთა განმავლობაში ვნებები უძლურდება, გულისსიტყვები მშვიდდება და გული ცხრება.

 

 

● ● ●

   რამდენჯერაც საჭიროა, გაქცეული გონება იმდენჯერ მოაბრუნე და ეს ნუ დაგქანცავს. ღმერთი შენს წადილსა და შრომას იხილავს და მოგივლენს მადლს, რომელიც გონებას შემოკრებს. როდესაც ლოცვას თან მადლი ახლავს, მაშინ ყველაფერი სიხარულით, ძალდაუტანებლად კეთდება.

 

 

● ● ●

   ლოცვის წყალობით ერთი სიხარულიდან მეორისკენ მივემართებით, ულოცველად მივდივართ დაცემიდან დაცემამდე, მწუხარებიდან - მწუხარებამდე; და სინდისისგან მხილება მძიმეა. მოკლედ რომ ვთქვათ, ლოცვის დროს გაღებული მცირედი შრომითა და ტკივილით ჩვენ მრავალ სიკეთეს ვპოვებთ, სევდანარევ სიხარულს, ლმობიერებას, ცრემლს, ღვთის თანამყოფობის სიტკბოებას, მისდამი უწმიდეს მოშიშებას, რომელიც გონებასა და გულს განწმენდს და ყოველგვარ მწიკვლს განაშორებს.

 

 

● ● ●

   აუცილებელია გულის განწმენდა, რათა მისგან გონება განათლდეს და მასში სუფთა, ზეციური გულისსიტყვები აისახო.

 

 

● ● ●

   როგორც შეუძლებელია ღამით სიარულისას არაფერს წამოკრა ფეხი, ასევე წარმოუდგენელია, არ შესცოდოს მან, ვისაც საღმრთო ნათელი ჯერ არ უხილავს.

 

 

● ● ●

   ღვთის სასუფეველში შედინ არა უნანელნი, არამედ სინანულითა და ცრემლით გარდაქმნილი ცოდვილები. არაფერი ისე არ ეხმარება ადამიანი ვნებებთან ბრძოლასა და მათ ძლევაში, როგორც მოუკლებელი გონებრივი ლოცვა.

 

 

● ● ●

   მცონარების განსაცდელის დროს, როცა გონება, ენა და თითები სკვნილზე ლოცვისთვის დაუძლურებულია, სიყვარულით გთხოვ, ნუ დაიხევ უკან. კიდევ ცოტა ძალისხმევა გამოიჩინე, რათა ღმერთმა დაინახოს შენი მონდომება და გაგაძლიეროს. უფალს კიდევ რაღაც სურს შენგან და განსაცდელის ამ ჟამს შენივე სარგებლისთვის გიტოვებს, რადგან მან უწყის, რომ მის გადალახვას შეძლებ და ეს შენც იცი.

 

 

● ● ●

   დროდადრო ხდება, რომ შენგან დამოუკიდებლად მადლი მცირდება. ღმერთს თითქოს სურს, გითხრას: „შენ არაფერი დაგიშავებია, მაგრამ არ გეგონოს, რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მე მოვალ და წავალ მაშინ, როცა ვინებებ. გასწავლი, სრულად როგორ მოიკვეთო შენი ნება და მიგაჩვევ მოთმინებას, რათა კარგად შეითვისო სიმდაბლის გაკვეთილი".

 

 

● ● ●

   თავი აიძულე, დანიშნულ საათზე შენი მოვალეობა შეძლებისამებრ შეასრულო, რათა ღმერთი თანამდებად გაიხადო. თუ მადლს ვერ ჰპოვებ, თავს მომდევნო ლოცვისთვის ან სამომავლოდ მოამზადებ. ყოველ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, შენ მოგეცემა მადლი, შეუძლებელია ასე არ მოხდეს. მეტიც, ღმერთს სჩვევია, გადადოს და მოგვიანებით გაცილებით მეტი გვიბოძოს.

 

 

● ● ●

   გულის ველი ნაყოფს იმის მიხედვით იძლევა, თუ როგორ მოიხსნა იგი ლოცვით, მოირწყვა ცრემლით და გაიმარგლა გულისსიტყვებისგან.

 

 

● ● ●

   ლოცვაში წარმატებულებმა უეჭველად მხოლოდ ერთი რამ იციან: ლოცვა მადლზეა დამოკიდებული და არა ადამიანის შრომაზე.

 

 

● ● ●

   წმიდა სვიმეონი პირდაპირ აცხადებ, რომ არავის ძალუძს თავად განადიდო ღმერთი. ეს ადამიანში დამკვიდრებული ქრისტეს მადლი დიდებისმეტყველებს, განადიდებს ღმერთს და ლოცულობს.

 

 

● ● ●

   საღმრთო მადლის სულში შემოსვლის ნიშანია ლოცვაზე ღვთისმოშიშებით დგომა, შიშითა დ კრძალვით ლოცვა და მისდამი უდიდესი გულისყურის გამოჩენა.

 

 

● ● ●

   ყურადღება ლოცვასთან იმდენად უნდ იყოს გადაჯაჭვული, როგორ განუყრელადაც სხეული და სულია ერთმანეთთან დაკავშირებული. (გაგრძელება...)

 

 

 

 

არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი 

წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine