xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ელეონის მთა
ელეონის მთა
9-03-2018, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია

ელეონის მთა

 

   დღეს ისრაელში ბევრი მოგზაურობს, მაგრამ პირველი საუკუნეების იმ ქრისტიანთა მონათხრობი, რომლებმაც წმ. მიწა მოიხილეს, ინტერესს მაინც არ ჰკარგავს მით უფრო, რომ დრომ იმ შორეული საუკუნეების სინამდვილიდან ბევრი რამ გააფერმკრთალა და წარსულს მიაბარა.

   მონტე კასინოს დიაკონის, პეტრეს გადმოცემით, ელეონის ანუ ზეთისხილის მთა იერუსალიმიდან ათასი ნაბიჯითაა დაცილებული. მართალია, იგი სიონის მთის სიმაღლისაა, მაგრამ მასზე გრძელიცაა და განიერიც. ელეონი მთაზე ვაზისა და ზეთისხილის გარდა სხვა ძალზე ცოტა იზრდება. ავტორის თქმით, სპეციფიკური ნიადაგის გამო ელეონის მთაზე კალია არ მრავლდება. ამდენად აქ უხვად ხარობს ხორბალი, ქერი, მრავლად იზრდება ბალახი და ყვავილებით იფარება არემარე. როგორც ცნობილია, სწორედ ამ მთიდან ამაღლდა ზეცაში უფალი. მისი ამაღლების ადგილზე მრგვალი ტაძარი იდგა. მას IV საუკუნის მოგზაური ქალბატონი, სილვია აკვიტანელი, იმბომონს უწოდებს. მთის წვერზე აღმართულ მრგვალ ტაძარს გარშემო სამი კამაროვანი პორტილი ჰქონდა. შიდა ნაგებობა, ვინაიდან უფალი ფიზიკურად აქ მოძრაობდა და აქედან ამაღლდა ხორციელად, ღიად, გადახურვის გარეშე იყო დატოვებული. პეტრე დიაკონის თქმით, ტაძრის შუაგულში, ცის ქვეშ ისევ შეიმჩნეოდა უფლის უკანასკნელი ნაკვალევი, რომელიც მან ამაღლების წინ დატოვა დედამიწაზე. ნაკვალევი მაინც შეიმჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნეებს ამ ადგილიდან სისტემატურად მიჰქონდათ მიწა. ამ ადგილს, კაცის სიმაღლის სპილენძი ჰქონდა შემოვლებული, სადაც მლოცველი დასავლეთიდან შედიოდა, ზემოდან კი დიდი, მუდმივად ანთებული კანდელი ეკიდა. ეკლესიას აღმოსავლეთით, ჩვეულებისამებრ საკურთხეველი ჰქონდა, დასავლეთით კი რვა სარკმელი, რომელთა მოპირდაპირე მხარეს ამდენივე კანდელი ენთო.

   ყოველ წელს, ამაღლების დღესასწაულზე, წირვის შემდეგ ისეთი ძლიერი ქარი ამოვარდებოდა, რომ ყველას, ტაძარში მყოფს, მიწაზე აგდებდა. ვინ იცის, ამ სასწაულით ისინი მოციქულებს დარად ღირსნი ხდებოდნენ უშუალოდ განეცადათ ღვთის ამაღლების საიდუმლო.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine