xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » იეღოველთა სექტის სამხილებლად - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
იეღოველთა სექტის სამხილებლად - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
1-03-2018, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

იეღოველთა სექტის სამხილებლად - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

   იეღოველები ამბობენ, რომ ქრისტე ჯვარს კი არ ეცვა, არამედ ბოძს მიალურსმნეს. არსებობს თუ არა საფუძველი ასეთი მტკიცებისათვის?

   იეღოველებისათვის ერთადერთი დასაყრდენი ამ საკითხში შეიძლება იყოს თალმუდი, რომელშიც წერია, რომ ქრისტე ბოძზე დაკიდეს. თალმუდის ამ პასაჟის მიზანია დაამტკიცოს, რომ სამსჯავრო, რომელზეც ქრისტეს სიკვდილი განუჩინეს, იუდაური მართლმაჯულების იურიდიული ნორმების დაცვით წარიმართა და სასჯელი ნაკლებად სასტიკი იყო. იქვეა ნაამბობი, რომ სიკვდილით დასჯა ორმოცი დღით გადაიდო. ამ ხნის მანძილზე „ჰუმანური" სინედრიონი შიკრიკებს გზავნიდა იუდეის ქალაქებში და სამსჯავროზე გამოსასვლელად იწვევდა ყველას, ვისაც დამნაშავის სასარგებლოდ რაიმეს თქმა შეეძლო, მაგრამ ასეთი, თალმუდის მოწმობით, არავინ მოიძებნა. როგორც ვხედავთ, იეღოველებმა ეს ვერსია მხოლოდ ნაწილობრივ მიიღეს. თალმუდის წიგნების კრებული V-VI საუკუნეებში შეადგინეს, ასე რომ, იგი ფორმალური თვალსაზრისითაც კი გვიანდელი დოკუმენტია, რომელსაც უტყუარ მოწმობად ვერ მივიღებთ.

   რაც შეეხება I საუკუნის მოწმობებს, ახალი აღთქმის გარდა ჯვრის შესახებ მოციქული ბარნაბაც წერს თავის ეპისტოლეში. იქ კი ჯვრის ფორმას ასო T-ს ადარებს. ამ ასოს გრაფიკული მოხაზულობა მთელ ბერძნულ ანბანში ყველაზე მეტად წააგავს ჯვარს. მოციქულს რომ ეფიქრა, ქრისტე ბოძს მიაკრესო, იოტას არჩევდა, რომელიც ვერტიკალური ხაზია და არა ორი ხაზის გადაკვეთა. ახალი აღთქმა უკვე პირველ საუკუნეებში მთლიანად ანდა ფრაგმენტულად იყო თარგმნილი მსოფლიოს მრავალ ენაზე. მთარგმნელები იყვნენ ადამიანები, რომლებიც სრულყოფილად ფლობდნენ ბერძნულსაც და ადგილობრივ ენებსაც. არც ერთ ამ თარგმანში სიტყვა „ჯვარი" „ბოძით" არ შეუცვლიათ. უკვე მოციქულთა დროს ქრისტიანული თემები დაარსდა უზარმაზარ ტერიტორიებზე ბრიტანეთიდან ინდოეთამდე, ეგვიპტიდან სკვითების მხარემდე. ღვთისმსახურება ეკლესიის უწყვეტ შინაგან ცხოვრებას წარმოადგენდა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ქრისტეს ჯვარცმასა და აღდგომას ღმრთისმსახურებაში ცენტრალური ადგილი ეჭირა. ჯვარი იდიდებოდა ქრისტიანული ეკლესიის ლიტურგიასა და ჰიმნოგრაფიაში, ამ ეკლესიებს კი ერთმანეთისაგან უზარმაზარი ზღვები და სივრცეები ჰყოფდა. სრულიად აბსურდული ვარაუდია, რომ ვინმეს შეცდომას ანდა თვითნებობის გამო შეუძლებელი იყო მთელ ქრისტიანულ სამყაროში სიტყვა „ბოძის" „ჯვრით" შეცვლა. ასეთი გლობალური და გასაოცარი სიყალბე კრიმინოლოგიის ისტორიას არ ახსოვს. სიტყვა „ჯვარი" არა მარტო ბერძნულ ტექსტში გვხვდება, არამედ ძველ ლათინურენოვან მწერლებთანაც. ტერტულიანე (II-ს) რომაელ იმპერატორებს ასე მიმართავს: „თუკი ჩვენ ჯვრის თაყვნისცემას გვაყვედრიან, ამისი არ გვრცხვენია" („აპოლოგია", „უფლის ლოცვისათვის"). ქრისტიანები რომ ჯვარს სცემდნენ თაყვანს, თვითონ წარმართებიც გვიმოწმებენ: კეისართა სასახლეების ნანგრევებში იპოვეს ჯვარცმის გამოსახულება, რომლის წინაშე მუხლმოყრილი ქრისტიანები დგანან. წარწერა ღაღადებს „ალქსემენოსი თაყვანს სცემს თავის ღმერთს". ეს მოწმობს, რომ ჯვარი ქრისტიანობის ემბლემა და ღრმა მოწიწების საგანი იყო კონსტანტინეს (IV ს.) ეპოქამდე კარგა ხნით ადრე, როდესაც, იეღოველების აზრით, იმპერატორის ხელისუფლებამ ბრძანებით შემოიღო ქრისტიანების ლიტურგიკულ ცხოვრებაში ჯვრის თაყვანისცემა და მისი იკონოგრაფიული გამოსახულებები.



არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine