xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » ხატი - ჩვენი ბუნების მოთხოვნილებაა
ხატი - ჩვენი ბუნების მოთხოვნილებაა
31-03-2017, 00:05  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   დიდი მარხვის პირველ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია „მართლმადიდებლობის ზეიმს" უწოდებს. ეს დღესასწაული წმიდა ხატების თაყვანისცემის აღდგენის გამო იყო დადგენილი, ე.ი. წმიდა ეკლესიას ხატთაყვანისცემის დოგმატი გააჩნია.

   რატომ არის ეს დოგმატი ესოდენ მნიშვნელოვანი? - პირველი მიზეზი ის არის, რომ ხატების თაყვანისცემა ადამიანური ბუნების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. წმ. იოანე კრონშტანდტელი ამბობს: „ხატი ჩვენი ბუნების მოთხოვნილებაა". შეუძლია კი ადამიანურ ბუნებას წმიდა ხატების უგულებელყოფა? შეგვიძლია კი, ადამიანის სახის აღქმა მისი წინასწარი გამოსახვის გარეშე? განა, თვით მაცხოვარმა არ მოგვანიჭა გამოსახვისა და აღქმის ნიჭი?

   ხატწერა არა უბრალო, არამედ წმინდა ხელოვნებაა. სამწუხაროდ მრავალნი, მართლმადიდებელი მორწმუნეც კი, მას უბრალოდ ხელოვნების კრიტერიუმებით აფასებენ. ხშირად გაიგონებთ, რომ ტრადიციული ხატები არარეალისტური ან არაბუნებრივიაო, მაგრამ ამსოფლიური კრიტერიუმებით წმინდანებიც ხომ არაბუნებრივნი არიან. ამ საგნის მიღმა ანალიზი მხოლოდ სულიერი საწიერით არის შესაძლებელი. წმინდანების რეალისტური გამოსახულება ყოვლად მიუღებელია, რადგან იგი მხოლოდ მიწიერი მდგომარეობის გამომხატველია. ტრადიციული ხატწერა გამოხატავს წმინდანებს ისეთებად, როგორებიც იყვნენ სულიერი თვალსაზრისით. ამგვარი ხელოვნება მიმართულია არა გრძნობების, არამედ სულიერებისაკენ.

   აი ამიტომ, კანონიკურ ხატებს უბრალო მხატვარი ვერ დაწერს. ხატწერის პერიოდში ადამიანი მარხვასა და ლოცვაში უნდა იმყოფებოდეს. ხატი არ უნდა შეფასდეს, როგორც ხელოვნების ნიმუში. მისი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ დაეხმაროს ადამიანს გულისა და გონების ზეცისაკენ მიმართებაში.

   მართლმადიდებლური ხატები, ისევე როგორც ნებისმიერი მართლმადიდებლური სიწმინდე, სულიერად დაცემული კაცობრიობისათვის წარმოადგენს იმ მარადიულ და შეუცვლელ ფასეულობას, რამაც მართლმორწმუნეთა სწორი, მაცხოვნებელი გზის არჩევა განაპირობა. მართლმადიდებლური სწავლების, ხატწერისა და ტრადიციის შეუცვლელობა არის ერთ-ერთი მოწმობა იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ ჭეშმარიტებას. სწორედ ამას გვასწავლის წმინდა ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმის კვირიაკეს. ეს არის რწმენა მოციქულებისა, წმინდა მამებისა. ეს არის რწმენა, რომლის წყალობითაც სულდგმულობს მთელი ქვეყნიერება.

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine