ბულგარეთის საპატრიარქოს ოფიციალური საიტი გვაუწყებს: ბულ-გარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომაზე (1. 06. 2016 წ.) წმინდა და დიდი კრების (16-26. 2016 წ. კ. კრიტე) საკითხებთან დაკავშირებით საფუძვლიანი განხილვა განხორციელდა.
წმ. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება გადაიდოს კრების ჩატარება; აგრეთვე გადაწყვიტა არ დაესწროს კრებას, თუ არ იქნება გათ-ვალისწინებული და პატივცემული ბულგარეთის ეკლესიის მიერ თემატურ და ორგანიზატორულ საკითხებთან მიმართებაში შეტანილი შენიშვნები.
აღნიშნული პოზიციის დაკავების მიზეზი შემდეგი გარემოებები გა-ხლავთ:
1) საერთომართლმადიდებლურ კრების დღის წესრიგში არარსებუ-ლი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საჭირბოროტო თემატიკა, რომლებიც ერთობ აქტუალურია და მოითხოვს დროულ საერთო-მართლმადიდებლურ, კრებსით გადაწყვეტილებას.
2) წმინდა და დიდი კრების მიერ შეჯერებულად მიჩნეული ტექსტე-ბის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან გამო-ხატული უთანხმოება.
3) რეგლამენტით უკვე განსაზღვრული ტექსტების კრების მუშაობის პროცესში რედაქტირების შეუძლებლობა.
4) სხდომის დარბაზში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესი-ების მეთაურთა წარმოდგენილი სახით განლაგება, რაც არღვევს ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიების თანაბარმოციქულებ-რივ პრინციპს.
5) კრების დამკვირვებლებისა და სტუმრების უჯერო ადგილ-გან-ლაგება.
6) ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაზე გამგზავ-რებისთვის დიდი და საფუძველმოკლებული ფინანსური ხარჯების გაღების აუცილებლობა.
წმ. სინოდის ერთსულოვანი კენჭისყრის შედეგად გადაწყდა:
I. წმ. სინოდი მოითხოვს 16-26 ივნისისთვის დადგენილი საერთო-მართლმადიდებლური „წმინდა და დიდი კრების" გადადებას საიმისოდ, რომ გაგრძელდება ჩატარებისთვის მზადება.
II. წინააღმდეგ შემთხვევაში ბულგარეთის ეკლესიის წმ. სინოდი კა-ტეგორიულ უარს აცხადებს წმინდა და დიდი კრების მუშაობაში მონაწილეობაზე.
Agionoros.ru
Xareba.net - ის რედაქცია