მთავარი > სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილება საერთომართლმადიდებლურ კრებასთან დაკავშირებით
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილება საერთომართლმადიდებლურ კრებასთან დაკავშირებით3-06-2016, 08:00 |
ბულგარეთის საპატრიარქოს ოფიციალური საიტი გვაუწყებს: ბულ-გარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომაზე (1. 06. 2016 წ.) წმინდა და დიდი კრების (16-26. 2016 წ. კ. კრიტე) საკითხებთან დაკავშირებით საფუძვლიანი განხილვა განხორციელდა. წმ. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება გადაიდოს კრების ჩატარება; აგრეთვე გადაწყვიტა არ დაესწროს კრებას, თუ არ იქნება გათ-ვალისწინებული და პატივცემული ბულგარეთის ეკლესიის მიერ თემატურ და ორგანიზატორულ საკითხებთან მიმართებაში შეტანილი შენიშვნები. აღნიშნული პოზიციის დაკავების მიზეზი შემდეგი გარემოებები გა-ხლავთ: 1) საერთომართლმადიდებლურ კრების დღის წესრიგში არარსებუ-ლი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საჭირბოროტო თემატიკა, რომლებიც ერთობ აქტუალურია და მოითხოვს დროულ საერთო-მართლმადიდებლურ, კრებსით გადაწყვეტილებას. 2) წმინდა და დიდი კრების მიერ შეჯერებულად მიჩნეული ტექსტე-ბის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან გამო-ხატული უთანხმოება. 3) რეგლამენტით უკვე განსაზღვრული ტექსტების კრების მუშაობის პროცესში რედაქტირების შეუძლებლობა. 4) სხდომის დარბაზში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესი-ების მეთაურთა წარმოდგენილი სახით განლაგება, რაც არღვევს ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიების თანაბარმოციქულებ-რივ პრინციპს. 5) კრების დამკვირვებლებისა და სტუმრების უჯერო ადგილ-გან-ლაგება. 6) ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაზე გამგზავ-რებისთვის დიდი და საფუძველმოკლებული ფინანსური ხარჯების გაღების აუცილებლობა.
წმ. სინოდის ერთსულოვანი კენჭისყრის შედეგად გადაწყდა:
I. წმ. სინოდი მოითხოვს 16-26 ივნისისთვის დადგენილი საერთო-მართლმადიდებლური „წმინდა და დიდი კრების" გადადებას საიმისოდ, რომ გაგრძელდება ჩატარებისთვის მზადება. II. წინააღმდეგ შემთხვევაში ბულგარეთის ეკლესიის წმ. სინოდი კა-ტეგორიულ უარს აცხადებს წმინდა და დიდი კრების მუშაობაში მონაწილეობაზე.
Agionoros.ru Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |