xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » "ჰე უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა..." - არქიმანდრიტი ლაზარე
"ჰე უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა..." - არქიმანდრიტი ლაზარე
18-03-2024, 21:08  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   როგორც კი გადაწყვეტ მარხვას, სინანულს, ცოდვების აღიარებას, მყისვე გაჩნდება უამრავი დაბრკოლება, შინაგანი თუ გარეგანი. კაცთა მოდგმის მტერი, განზრახვას რომ მიგიხვდება, ყოველ ღონეს იხმარს შენს შესარყევად: გარედან ათასგვარი გარემოებით, შიგნიდან ეჭვებით, გულისსიტყვებით, შიშით. მაგრამ ყოველივე ეს უკვალოდ გაქრება, თუ მტკიცედ დაადგები შენს გადაწყვეტილებას.

   აღსარება რაც შეიძლება ხშირად უნდა ვთქვათ, პაუზები აღსარებებს შორის სულიერი ბრძოლით, საკუთარ თავზე ძალდატანებით და მომავალი აღსარებისათვის მზადებით უნდა შეივსოს. ხშირი აღსარება შეგვეწევა ღვთისმოშიში ცხოვრების წესის დაცვაში.

   რაც შეეხება საკუთარ მოძღვარს, მისი ყოლა, რა თქმა უნდა, სასურველია, მაგრამ ეს სულაც არ არის აუცილებელი პირობა ჭეშმარიტი სინანულისათვის. თუ კაცს ნამდვილად ტანჯავს ცოდვა, მისთვის სულერთია, ვის ეტყვის აღსარებას, ოღონდ რაც შეიძლება მალე შეინანოს და გათავისუფლდეს, და კიდევ: სინანული ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არა იძულებითი.

   აღსარება არ არის საუბარი საკუთარ ნაკლოვანებებსა და ეჭვებზე, მოძღვრისთვის თავის გაცნობა. აღსარება საიდუმლოა და არა უბრალოდ კარგი ჩვევა. ესაა გულწრფელი, მხურვალე სინანული, განწმედის სურვილი, მეორე ნათლისღება.

   აღსარებისათვის მზადებისას საჭიროა მარხვა, კითხვა, მეტი ლოცვა, ცოდვების გახსენება და ჩაწერა. ჩვეულებრივ, სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი ადამიანები ვერც თავიანთ ცოდვათა სიმრავლეს ხედავენ და ვერც მათ სიმძიმეს განიცდიან. "ისეთი არაფერი ჩამიდენია", "მხოლოდ წვრილ-წვრილი ცოდვები მაქვს, ისევე, როგორც ყველას", "არ მომიპარავს", "არავინ მომიკლავს" - უბრალოდ ხშირად ასე იწყებენ ხოლმე აღსარებას.

   ჩვენი ცოდვების დასანახად საჭიროა აღსარების წინ გავიხსენოთ, რა ბრალდებებს გვიყენებენ ირგვლივ მყოფნი, ახლობლები: მათი შენიშვნები და საყვედურები ხშირად სამართლიანია. აღსარების წინ შენდობა სთხოვე ყველას, ვის წინაშეც თავს დამნაშავედ თვლი, რათა შემსუბუქებული სინდისით წარსდგე საიდუმლოზე.

   აღმსარებელმა მღვდელს ცოდვების ნუსხა კი არა, სინანული უნდა უჩვენოს, შემუსვრილი გული და არა ცხოვრების აღწერილობა.

   საკუთარ ცოდვათა ცნობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ მონანიებას. თუმცაღა, უფალი შეიწყნარებს აღსარებას, გულწრფელსა და კეთილსინდისიერს, თუნდაც მას სინანულის ძლიერი გრძნობა არ ახლდეს, თუ კაცი დაუფარავად, გულახდილად აღიარებს, რომ უგრძნობელობას ჰყავს შეპყრობილი. და მაინც, შემუსვრილი გული, საკუთარ ცოდვათა გლოვა ყველაზე მნიშვნელოვანია აღსარებისას.

   აღსარებისას გულის უგრძნობელობა ძირითადად იმის ბრალია, რომ ღმერთის შიში არა გვაქვს. სწორედ მისი მოპოვებისაკენ უნდა წარვმართოთ მთელი ჩვენი მცდელობა.

   წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "ნუ შეურვებულ იქნები უსასოებითა, დაღაცათუ დაეცემოდე ყოველთა დღეთა, არამედ დეგ სიმხნით და გონივრად სინანულსავე შინა და სთნდეს მოთმინებაი შენი ანგელოსსა მას, რომელი დადგინებულ არს მცველად შენდა, და უეჭველად შეგეწიოს შენ" (კიბე, 5, 24).

   აღსარებაზე მღვდლის შეკითხვებს ნუ დაველოდებით, თვითონ ვეცადოთ ცოდვების გახსენებას - აღსარება ხომ მოღვაწეობა და თავის იძულებაა. ცოდვები ზუსტად უნდა გადმოვცეთ, ზოგადი ფრაზებით მათი შენიღბვა და მოფუჩეჩება არ არის სწორი საქციელი. ძნელი კია, მაგრამ მაინც უნდა გავექცეთ თავის მართლების ცდუნებას, მოძღვრისათვის "შემამსუბუქებელი გარემოებების" წარმოდგენას ანდა ყველაფრის სხვებზე გადაბრალებას.

   იმის ფიქრსაც კი ნუ გაბედავ, ჩემი ცოდვები იმდენად დიდია, სინანულს აზრი არა აქვსო. ვინ ღებულობს ჩვენს სინანულს? ვინ კურნავს ჩვენს წყლულებს? ყოვლად ძლიერი ღმერთი. გესმის? ყოვლად ძლიერი! და რაკი იგი ყოვლად ძლიერია, ხელეწიფება ყოველი, თვით უმძიმესი ცოდვის მიტევება.

   არსებობს ეგრეთ წოდებული აუღიარებელი ცოდვები, რომლებსაც მრავალი ადამიანი მთელი ცხოვრება ატარებს. ძალიან კი უნდა კაცს მათი მოძღვრისათვის გამხელა, მაგრამ მეტისმეტად ერცხვინება. გვეშინოდეს აუღიარებელი ცოდვებისა! ჩვენი ცხოვრება, მოციქული თქმით, "ვითარცა კუამლი არს" (იაკ. 4, 14) - დღეს ვცოცხლობთ, ხვალ კი სამარის კარიც გაიღება. მაშინ სადღა დავმალავთ ჩვენს ცოდვებს? მაშ, მოდი, ცოდვებისა გვრცხვენოდეს და არა მათი აღიარებისა!

   ძალა უნდა მოვიკრიბოთ და ერთხელ კიდევ ვთქვათ აღსარება, ბოლომდე გავითავისუფლოთ სული უწმინდურობისგან, გაბედულად ამოვანთხიოთ მთელი სიბილწე და სიმახინჯე, რაიმეს დაფარვისა და შელამაზების გარეშე, ერთადერთი სურვილი უნდა გვამოძრავებდეს - სულის განწმენდა. ამის მისაღწევად ტკივილს ნუ შევუშინდებით. ჩვენი სულის წყლული მოწყალე მკურნალს, ღმერთს ვაჩვენოთ. ხოლო მსახური უფლისა, მღვდელი, რაც არ უნდა საზიზღარი იყოს შენი ცოდვების ნუსხა, მხოლოდ სიხარულს გრძნობს, სიხარულს იმის გამო, რომ მტკიცედ ემიჯნები ამ ცოდვებს. ნუ მისცემ თავს უფლებას იფიქრო, რომ მოძღვარი ცუდად განეწყობა შენს მიმართ, ანდა შეგიძულებს - არა! ნებისმიერი მღვდელი აღსარების მიღების შემდეგ უფრო მეტ ახლობლობას გრძნობს და მეტ მზრუნველობას იჩენს აღმსარებლის მიმართ. ეს იცოდე!


წიგნიდან "აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის" 

არქიმანდრიტი ლაზარე 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine