xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ განვეწყოთ მის მიმართ (წმ. თეოფანე დაყუდებული)
რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ განვეწყოთ მის მიმართ (წმ. თეოფანე დაყუდებული)
22-07-2016, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია

რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ განვეწყოთ მის მიმართ (წმ. თეოფანე დაყუდებული)

 

   როგორ გამახარეთ თქვენი პასუხით! მწერთ: „გული არ მიწევს, პირ-იქით, ხმაურიან საზოგადოებასა და გართობას ვერიდები, ამ ყველაფრის შემდეგ რამდენიმე დღე განადგურებული ვიყავი, სული იტანჯებოდა და ნაღვლობდა. საკუთარ თავს ვერ შევურიგდი, ძლივს მომეშვა". ღმერთმა ქნას, რომ საერო ცხოვრებასა და გართობებისადმი ასეთი განწყობა სამუდამოდ შეინარჩუნოთ. შეიძლება პირიქითაც მოხდეს, და მეორეჯერ აღარ შეშფოთდეს სული, მესამეჯერ კიდევ უფრო ნაკლებად, შემდეგ კი მიეჩვიოს. თამბაქოს სახელოსნოში ვინც პირველად მოხვდება სუნთქვა უჭირს, ცემინება უტყდება, ხოლო ვინც იქ მუშაობს - მტვერი მასზე აღარ მოქმედებს, ახალმოსულები თან-დათან ეჩვევიან, ცოტა ხნის შემდეგ თვალიც ნაკლებად ეწვით, იშვიათად აცემინებენ და ახველებენ, ცოტა ხნის შემდეგ ეს უხერ-ხულობა ეხსნებათ, ყურადღებით იყავით თქვენც ასე არ დაგემართოთ.

   წინა წერილში რატომ არ მომწერეთ ხმაურიანი საზოგადოებისა და გართობისადმი თქვენი დამოკიდებულების შესახებ? მომეჩვენა, რომ გაჩუმებით დამალეთ თქვენი განწყობა. ახლა ამბობთ: „არც ვფიქრობ, რომ ასეთ ყოფას როდესმე შევეგუები, ვაკვირდები და ვხვდები, რომ ეს ნამდვილი ცხოვრება არ არის, ვერ გიხსნით, მაგრამ თანდათან მივდივარ დასკვნამდე, რომ ეს ცხოვრება კი არა - მოძრაობაა მხოლოდ, ჩემს საკერავ მანქანასავით ტრიალებს". შესანიშნავი აზრი დაიბადა თქვენს ჭკვიან თავში. ახლა თქვენი მდგომარეობა შეიძლება საიმედოდ ჩავთვალოთ, მარტო გრძნობა ცვალებადია, მაგრამ როცა მის დასახმარებლად საფუძვლიან აზრს ვიშველიებთ, მაშინ გრძნობა მყარდება და თავის მხრივ ამყარებს აზრსაც, ორივე ერთად ციხესიმაგრეს ჰგავს. ეს ციხესიმაგრე მტკიცე რომ იყოს, უნდა ჩავწვდეთ რატომ არ არის ჭეშმარიტი ცხოვრება საერო ყოფასა და ამაო ფუსფუსში. ჩვენი ურთიერთობა და საუბრები თუ გაგრძელდა, დროთა განმავლობაში ამ საკითხს დაწვრილებით განვიხილავთ, ახლა კი მხოლოდ ამას გეტყვით: საერო ყოფასა და საზოგადოებრივ ურთიერთობებში ჭეშმარიტი ცხოვრება იმიტომ არ არის, რომ ადამიანის ყოფის ყველა მხარეს არ მოიცავს, არამედ მხოლოდ მცირეს კვებავს, იმ მცირეს, რომელიც ცხოვრების განაპირასაა მხოლოდ და ცენტრამდე ვერ აღწევს. ადამიანის ცხოვრება რთული და მრავალ-მხრივია, მასში ხორციელი, სამშვინვისეული და სულიერი მხარეა. თითოეულს თავისი ძალები, მოთხოვნილებები და ამის დასაკ-მაყოფილებელი საშუალებები გააჩნია. როცა ჩვენი ყველა ძალა მოქმედებაშია და ყველა მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, მაშინ ცხოვრობს ადამიანი, ხოლო როცა ძალის მხოლოდ მცირე ნაწილია მოძრაობაში და შესაბამისად მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ხდება, ეს არ არის ნამდვილი ცხოვრება. საკერავი მანქანა სასურველ შედეგს მაშინ იძლევა, როცა მისი ყველა ნაწილი გამართულად მუშაობს. ერთი პატარა ჭანჭიკიც რომ გატყდეს, მანქანა ვეღარ იმუშავებს, ადამიანიც ადამიანურად ვერ იცხოვრებს, თუ მასში შინაგანი ძალები სწორად არ მუშაობენ. მანქანის გაუმართაობას ვხედავთ, ხოლო ადამიანის შინაგანი უმოძრაობის ეს პროცესი უხილავად მიმდი-ნარეობს. 

   რა ძალებია დაკავებული ამ ორომტრიალში: ხელები, ფეხები, ენა, თვალები, ყურები, მომხიბლველობა, გამჭრიახობა, მეხსიერება, წარ-მოდგენის უნარი, ფანტაზია. ყველაფერი ეს მთლიანობაში - ადამიანის ყველაზე დაბალი ცხოველური მხარეა, ეს ძალებიც მხოლოდ ცხოველური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იღვწიან. აქე-დან გამომდინარე ეს ცხოვრება კი არა, ცხოვრებასთან თამაშია, აი, ისეთი, მწვანე მინდორში გამორეკილი ახალგაზრდა ცხვრები ბატკნებთან ერთად რომ იწყებენ კუნტრუშს, გარდა ამისა ადამიანს ვნებების კიდევ ორი-სამი იარუსი და მთავარი ცენტრი აქვს, თავად განსაჯეთ, ასეთ ყოფას ცხოვრება შეიძლება ეწოდოს? ამის მთავარ მიზეზს გიჩვენებთ. შეიძლება ამ მიზეზის მოქმედება ჯერჯერობით თქვენთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ძირითად აზრს შეუძლებელია ვერ ჩაწვდეთ, წვრილმანები კი დროთა განმავლობაში გაირკვევა, რადგან ვაპირებ ყველაფერი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე გამოვიძიო. ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ღმერთმა შეგვქმნა და ის ვინც ვერ შეძლებს ამას თამამად შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ცხოვრობს. გთხოვთ ჯერჯერობით მხოლოდ ამით დაკმაყოფილდეთ.


წმ. თეოფანე დაყუდებული 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine