მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ განვეწყოთ მის მიმართ (წმ. თეოფანე დაყუდებული)
რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ განვეწყოთ მის მიმართ (წმ. თეოფანე დაყუდებული)22-07-2016, 00:07 |
როგორ გამახარეთ თქვენი პასუხით! მწერთ: „გული არ მიწევს, პირ-იქით, ხმაურიან საზოგადოებასა და გართობას ვერიდები, ამ ყველაფრის შემდეგ რამდენიმე დღე განადგურებული ვიყავი, სული იტანჯებოდა და ნაღვლობდა. საკუთარ თავს ვერ შევურიგდი, ძლივს მომეშვა". ღმერთმა ქნას, რომ საერო ცხოვრებასა და გართობებისადმი ასეთი განწყობა სამუდამოდ შეინარჩუნოთ. შეიძლება პირიქითაც მოხდეს, და მეორეჯერ აღარ შეშფოთდეს სული, მესამეჯერ კიდევ უფრო ნაკლებად, შემდეგ კი მიეჩვიოს. თამბაქოს სახელოსნოში ვინც პირველად მოხვდება სუნთქვა უჭირს, ცემინება უტყდება, ხოლო ვინც იქ მუშაობს - მტვერი მასზე აღარ მოქმედებს, ახალმოსულები თან-დათან ეჩვევიან, ცოტა ხნის შემდეგ თვალიც ნაკლებად ეწვით, იშვიათად აცემინებენ და ახველებენ, ცოტა ხნის შემდეგ ეს უხერ-ხულობა ეხსნებათ, ყურადღებით იყავით თქვენც ასე არ დაგემართოთ. წინა წერილში რატომ არ მომწერეთ ხმაურიანი საზოგადოებისა და გართობისადმი თქვენი დამოკიდებულების შესახებ? მომეჩვენა, რომ გაჩუმებით დამალეთ თქვენი განწყობა. ახლა ამბობთ: „არც ვფიქრობ, რომ ასეთ ყოფას როდესმე შევეგუები, ვაკვირდები და ვხვდები, რომ ეს ნამდვილი ცხოვრება არ არის, ვერ გიხსნით, მაგრამ თანდათან მივდივარ დასკვნამდე, რომ ეს ცხოვრება კი არა - მოძრაობაა მხოლოდ, ჩემს საკერავ მანქანასავით ტრიალებს". შესანიშნავი აზრი დაიბადა თქვენს ჭკვიან თავში. ახლა თქვენი მდგომარეობა შეიძლება საიმედოდ ჩავთვალოთ, მარტო გრძნობა ცვალებადია, მაგრამ როცა მის დასახმარებლად საფუძვლიან აზრს ვიშველიებთ, მაშინ გრძნობა მყარდება და თავის მხრივ ამყარებს აზრსაც, ორივე ერთად ციხესიმაგრეს ჰგავს. ეს ციხესიმაგრე მტკიცე რომ იყოს, უნდა ჩავწვდეთ რატომ არ არის ჭეშმარიტი ცხოვრება საერო ყოფასა და ამაო ფუსფუსში. ჩვენი ურთიერთობა და საუბრები თუ გაგრძელდა, დროთა განმავლობაში ამ საკითხს დაწვრილებით განვიხილავთ, ახლა კი მხოლოდ ამას გეტყვით: საერო ყოფასა და საზოგადოებრივ ურთიერთობებში ჭეშმარიტი ცხოვრება იმიტომ არ არის, რომ ადამიანის ყოფის ყველა მხარეს არ მოიცავს, არამედ მხოლოდ მცირეს კვებავს, იმ მცირეს, რომელიც ცხოვრების განაპირასაა მხოლოდ და ცენტრამდე ვერ აღწევს. ადამიანის ცხოვრება რთული და მრავალ-მხრივია, მასში ხორციელი, სამშვინვისეული და სულიერი მხარეა. თითოეულს თავისი ძალები, მოთხოვნილებები და ამის დასაკ-მაყოფილებელი საშუალებები გააჩნია. როცა ჩვენი ყველა ძალა მოქმედებაშია და ყველა მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, მაშინ ცხოვრობს ადამიანი, ხოლო როცა ძალის მხოლოდ მცირე ნაწილია მოძრაობაში და შესაბამისად მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ხდება, ეს არ არის ნამდვილი ცხოვრება. საკერავი მანქანა სასურველ შედეგს მაშინ იძლევა, როცა მისი ყველა ნაწილი გამართულად მუშაობს. ერთი პატარა ჭანჭიკიც რომ გატყდეს, მანქანა ვეღარ იმუშავებს, ადამიანიც ადამიანურად ვერ იცხოვრებს, თუ მასში შინაგანი ძალები სწორად არ მუშაობენ. მანქანის გაუმართაობას ვხედავთ, ხოლო ადამიანის შინაგანი უმოძრაობის ეს პროცესი უხილავად მიმდი-ნარეობს. რა ძალებია დაკავებული ამ ორომტრიალში: ხელები, ფეხები, ენა, თვალები, ყურები, მომხიბლველობა, გამჭრიახობა, მეხსიერება, წარ-მოდგენის უნარი, ფანტაზია. ყველაფერი ეს მთლიანობაში - ადამიანის ყველაზე დაბალი ცხოველური მხარეა, ეს ძალებიც მხოლოდ ცხოველური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იღვწიან. აქე-დან გამომდინარე ეს ცხოვრება კი არა, ცხოვრებასთან თამაშია, აი, ისეთი, მწვანე მინდორში გამორეკილი ახალგაზრდა ცხვრები ბატკნებთან ერთად რომ იწყებენ კუნტრუშს, გარდა ამისა ადამიანს ვნებების კიდევ ორი-სამი იარუსი და მთავარი ცენტრი აქვს, თავად განსაჯეთ, ასეთ ყოფას ცხოვრება შეიძლება ეწოდოს? ამის მთავარ მიზეზს გიჩვენებთ. შეიძლება ამ მიზეზის მოქმედება ჯერჯერობით თქვენთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ძირითად აზრს შეუძლებელია ვერ ჩაწვდეთ, წვრილმანები კი დროთა განმავლობაში გაირკვევა, რადგან ვაპირებ ყველაფერი ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე გამოვიძიო. ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ღმერთმა შეგვქმნა და ის ვინც ვერ შეძლებს ამას თამამად შეიძლება ითქვას, საერთოდ არ ცხოვრობს. გთხოვთ ჯერჯერობით მხოლოდ ამით დაკმაყოფილდეთ.
წმ. თეოფანე დაყუდებული Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |