თქვენ მომავალი მეომარი ხართ! მხნედ იდექით და მუდამ მზად იყ-ავით მტერთან საბრძოლველად. ნუ დაზოგავთ თავს და ნურც მტერს შეიბრალებთ. აღსარებით სინდისის განწმენდისა და წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ღვთისაგან ნუგეშისცემას იგრძნობთ. სულიერად განმტკიცებული მეომარი ძალასა და სისწრაფეს გრძნობს და ყოველ-გვარ წინააღმდეგობას ღირსეულად უმკლავდება.
●●●
ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით, ომის დროს, ღმერთი ხილულ-ად შეეწეოდა და აკურთხებდა თავის რჩეულ ერს... მეომარი იბრძვის, რათა მოყვასი ტყვეობისგან და ძალადობისაგან იხსნას...
გაიხსენეთ ისტორიიდან, რას აკეთებდნენ ფრანგები რუსეთში! განა არ უნდა გვებრძოლა მათ წინააღმდეგ?
●●●
კურთხეულია ჯარისკაცის ვალდებულება ღვთისა და ერის წინაშე? - დიახ! და ვფიქრობ, იგი უფრო მაღალი შეფასების ღირსია, ვიდრე ჩვენ გვგონია. გიფიქრიათ, როგორ შეხვდებიან საიქიოს ომში დაღუპულ ადამიანებს? - რა თქმა უნდა, ყოველგვარი ბრალდების გარეშე, როგორც თავისი მოვალეობის პირნათლად აღმსრულებლებს.
●●●
ჯარისკაცის ცხოვრება ცვლის ადამიანს, ასწავლის მოთმინებასა და სიძნელეთა დაძლევას. მაგრამ ყველაფერი თვით ჯარისკაცზეა დამოკიდებული.
●●●
ჩემი აზრით, მეომრის კარიერა საუკეთესოა. მეომრის ცხოვრება კურ-თხეულია. ომში ქვემეხების გუგუნი ყოველგვარ აზრს აგდებს გონებიდან, ყოველ ადამიანს უნებლიეთ ღმერთი ახსენდება და პირჯვარს იწერს.
●●●
მეომრის გზა საუკეთესოა - წმინდა, სამართლიანი და თავდადებუ-ლი.
წმ. თეოფანე დაყუდებული
Xareba.net – ის რედაქცია