მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > მეომრები, რომლებიც ღვთისსათნო საქმისთვის იბრძვიან, მოწამებრივი გზით მიდიან - წმ. თეოფანე დაყუდებული

მეომრები, რომლებიც ღვთისსათნო საქმისთვის იბრძვიან, მოწამებრივი გზით მიდიან - წმ. თეოფანე დაყუდებული


31-05-2016, 00:00

 

   თქვენ მომავალი მეომარი ხართ! მხნედ იდექით და მუდამ მზად იყ-ავით მტერთან საბრძოლველად. ნუ დაზოგავთ თავს და ნურც მტერს შეიბრალებთ. აღსარებით სინდისის განწმენდისა და წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ღვთისაგან ნუგეშისცემას იგრძნობთ. სულიერად განმტკიცებული მეომარი ძალასა და სისწრაფეს გრძნობს და ყოველ-გვარ წინააღმდეგობას ღირსეულად უმკლავდება.

 

 

●●●

   ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით, ომის დროს, ღმერთი ხილულ-ად შეეწეოდა და აკურთხებდა თავის რჩეულ ერს... მეომარი იბრძვის, რათა მოყვასი ტყვეობისგან და ძალადობისაგან იხსნას...

  გაიხსენეთ ისტორიიდან, რას აკეთებდნენ ფრანგები რუსეთში! განა არ უნდა გვებრძოლა მათ წინააღმდეგ?

 

 

●●●

   კურთხეულია ჯარისკაცის ვალდებულება ღვთისა და ერის წინაშე? - დიახ! და ვფიქრობ, იგი უფრო მაღალი შეფასების ღირსია, ვიდრე ჩვენ გვგონია. გიფიქრიათ, როგორ შეხვდებიან საიქიოს ომში დაღუპულ ადამიანებს? - რა თქმა უნდა, ყოველგვარი ბრალდების გარეშე, როგორც თავისი მოვალეობის პირნათლად აღმსრულებლებს.

 

 

●●●

  ჯარისკაცის ცხოვრება ცვლის ადამიანს, ასწავლის მოთმინებასა და სიძნელეთა დაძლევას. მაგრამ ყველაფერი თვით ჯარისკაცზეა დამოკიდებული.

 

 

●●●

   ჩემი აზრით, მეომრის კარიერა საუკეთესოა. მეომრის ცხოვრება კურ-თხეულია. ომში ქვემეხების გუგუნი ყოველგვარ აზრს აგდებს გონებიდან, ყოველ ადამიანს უნებლიეთ ღმერთი ახსენდება და პირჯვარს იწერს.

 

 

●●●

   მეომრის გზა საუკეთესოა - წმინდა, სამართლიანი და თავდადებუ-ლი.

 

 

წმ. თეოფანე დაყუდებული 

Xareba.net – ის რედაქცია 


უკან დაბრუნება