xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » წერილი №22 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №22 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
26-10-2015, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ძალიან კარგია, როდესაც კაცი მუდმივად ხედავს და აღიარებს თავს ცოდვილად. საკუთარი თავის ასეთი ხედვის შედეგად სული მუდმივად სიმდაბლესა და ღმერთისთვის სათნო მწუხარებაშია. მაგრამ ეს ხედვა კეთილგონიერებით უნდა იყოს განზავებული და ზომას არ უნდა გადასცდეს, თორემ ის შეიძლება მავნეც გახდეს და სრულიად აუბნიოს კაცს თავგზა.

   ჩემი ბუნება ცოდვით არის დაზიანებული, ამიტომ ყოველი კაცის გული თავისთავად უამრავ სარეველას აღმოაცენებს. ასე რომ, ვინც საკუთარ თავში ამ სარეველას დაინახავს, არ უნდა გაუკვირდეს ეს, როგორც რაღაც არაჩვეულებრივი, არ უნდა შეიპყროს დაბნეულობამ და უიმედობამ. ეს ასეც უნდა იყოს! გულის სარეველა თავისას შვრება - იზრდება და მრავლდება, გამარგლიან და ისევ ამოიყრის. ჩვენ კიდევ ჩვენსას უნდა ვეცადოთ: ვმარგლოთ და ვმარგლოთ მწარე ბალახი. ამით კაცში სიმდაბლე იშვება, სიმდაბლეზე კი ღმრთის წყალობა გადმოდის. ყოვლად ძლიერი და ყოვლად მოწყალე ღმერთი თვალს არ გვაშორებს: ის იმიტომაც უშვებს ჩვენზე ისეთ განსაცდელებს, რომლებსაც სიმდაბლემდე მივყავართ, რომ თავისი წყალობა მოგვანიჭოს. ყველაფერს თავისი დრო აქვს: არის მიწის დამუშავების დრო, თესვის, მერე კი მკისა, სხვა ჟამი დგება ლეწვისა, სხვა - დაფქვის, გამოცხობის, და ბოლოს, პურის ჭამის დრო.

   ყოველი ადამიანის სული, ვინც ღმერთის სამსახურს სწირავს თავს ყოველგვარი მიწიერი, მზაკვრული მოსაზრებების გარეშე, ვისაც მხოლოდ ღმრთის სათნო-ყოფა და საკუთარი სულის ცხონება დაუსახავს მიზნად, ღმერთის ხელშია და ამ სულს ღმერთს ვერავინ და ვერაფერი გამოსტაცებს. ასეთ სულს უფალი ამ სოფელში ვიწრო და ძნელ გზაზე აყენებს, სხვადასხვა ჭირისა და მწუხარებებისაგან რომ შედგება, რადგან ფართო გზით ღმერთთან მიახლება შეუძლებელია. მიენდე უფალს, უარყავი არა საქმით ზრუნვა შენი თავისათვის, არამედ ოცნებით ზრუნვა. როდესაც ასეთი ზრუნვა მოგეძალება, ბევრად აჯობებს ილოცო, ვიდრე სხვადასხვა, ყოველთვის აუხდენელი გეგმების შედგენას მიჰყო ხელი. ღმერთმა გაკურთხოს! (გაგრძელება იქნება...)

 

წიგნიდან "კრებული"  

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine