xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » წერილი №17 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
წერილი №17 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
16-10-2015, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   დამშვიდდით! ქრისტიანის ამსოფლიური ცხოვრება ნუგეშინისცემე-ბითა და განსაცდელებითაა განზავებული. ასე მოაწყო ღმერთის განგებამ! ნუგეშინისცემები განგვამტკიცებს ქრისტიანული ცხოვრების გზაზე, განსაცდელები კი გვაბრძენებს.

   ღმრთისმოსავ ადამიანთა საზოგადოებასა და მათთან საუბარს დიდი სარგებლობა მოაქვს. მაგრამ რჩევისა და ხელმძღვანელობისათვის მხოლოდ ღმრთისმოსაობა არ კმარა - აქ სულიერი გამოცდილება, უფრო მეტად კი სულიერი ცხებაა საჭირო. ასეთია ამ საკითხზე წმ. წერილისა და წმ. მამების სწავლება. ღმრთისმოსავ, მაგრამ გამო-უცდელ მრჩეველს ვნების მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სარგებლობის. დღეს არათუ ერისკაცთა, არამედ მონაზონთა შორისაც უკიდურესად ძნელია ისეთი მრჩეველის პოვნა, სულის ასე ვთქვათ, გაზომვა და აწონვა რომ შეეძლოს და აქედან გამომდინარე აძლევდეს შემკითხველს შესაფერ რჩევას. ამჟამად მრჩეველნი და მოძღვარნი უფრო საკუთარი თავით ან წიგნებით ხელმძღვანელობენ. ამ დროს განსაკუთრებით სასარგებლო და ქმედითი პირველი სახის რჩევაა, ის განსაკუთრებით ახლოსაა რჩევას მოწყურებული სულისთვის - სული გრძნობს რა არის მისთვის საჭირო. წმ. ისააკ ასურმა თქვა: „თი-თოეული ადამიანისთვის არაფერია უფრო სასარგებლო, ვიდრე კერძოდ მისთვის განკუთვნილი რჩევა." ხოლო სხვისთვის განკუთ-ვნილ რჩევას, რაც არ უნდა კეთილი და გონივრული იყოს იგი, სულში მხოლოდ წამებისა და შფოთის შეტანა შეუძლია. სული გრძნობს ასეთი რჩევის შეუსაბამობას, გრძნობს, რომ იგი უცხოა მისთვის. „რომელნი იტყვიედ - მომწყლველ, განმკუეთელ, ვითარცა მახვილი, ხოლო ენამან ბრძენთამან განკურნა" (იგავ. 12,19), ამბობს წმ. წერილი.

   უფრო მეტად წმ. მამათა ნაწერები იკითხეთ: დაე მათ გიხელმძღვა-ნელონ, დაე მათ შეგახსენონ სათნოებები და გასწავლონ ქრისტეს გზით სიარული. ჩვენი დროისთვის ცხოვრების ეს წესია განკ-უთვნილი: იგი გვამცნეს და გადმოგვცეს გვიანდელი საუკუნეების წმ. მამებმა. ისინიც ღმრთივსულიერ მოძღვართა და დამრიგებელთა უკიდურეს ნაკლებობას უჩიოდნენ და ცხონების მაძიებელთ ურჩევდნენ, მამათა თხზულებებით ეხელმძღვანელათ. „დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა და ზრახვაჲ წმიდაჲ - გონიერებაჲ" (იგავ. 9,10).

  ეცადეთ არ აჰყვეთ გაფანტულობას. მაგრამ თუ მაინც გაგიტაცათ დინებამ - ჩვენი, ადამიანების საერთო უძლურების გამო - სასო-წარკვეთილებას ნუ მიეცემით. სრული დაუცემლობა არ არის ამა სოფლის მკვიდრის ხვედრი, ეს განმარტოებულ მეუდაბნოესაც კი არ ძალუძს. ცვალებადობა და გაფანტულობა უსათუოდ ყოველ ადამიანს სძლევს, თვით უმკაცრეს დიდებულსაც. მით უმეტეს შეუძლებელია ამას გადაურჩეს შუაგულ სოფელში, ათასგვარ სა-ცთურს შორის მცხოვრები კაცი. ნუ გინდათ საკუთარი თავისგან შეუძლებლის მიღება, ნუ მოითხოვთ თქვენი სულისაგან იმას, რისი მოცემაც არ შეუძლია. თქვენს გატაცებებს სინანულით უწამლეთ, მოღვაწეობის ნაკლოვანებები კი სულის შემუსვრილებით შეავსეთ. ღმერთმა გაკურთხოთ! (გაგრძელება იქნება...)

 

 

წიგნიდან "კრებული"  



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine