მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილი №17 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

წერილი №17 - წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


16-10-2015, 00:01

 

   დამშვიდდით! ქრისტიანის ამსოფლიური ცხოვრება ნუგეშინისცემე-ბითა და განსაცდელებითაა განზავებული. ასე მოაწყო ღმერთის განგებამ! ნუგეშინისცემები განგვამტკიცებს ქრისტიანული ცხოვრების გზაზე, განსაცდელები კი გვაბრძენებს.

   ღმრთისმოსავ ადამიანთა საზოგადოებასა და მათთან საუბარს დიდი სარგებლობა მოაქვს. მაგრამ რჩევისა და ხელმძღვანელობისათვის მხოლოდ ღმრთისმოსაობა არ კმარა - აქ სულიერი გამოცდილება, უფრო მეტად კი სულიერი ცხებაა საჭირო. ასეთია ამ საკითხზე წმ. წერილისა და წმ. მამების სწავლება. ღმრთისმოსავ, მაგრამ გამო-უცდელ მრჩეველს ვნების მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სარგებლობის. დღეს არათუ ერისკაცთა, არამედ მონაზონთა შორისაც უკიდურესად ძნელია ისეთი მრჩეველის პოვნა, სულის ასე ვთქვათ, გაზომვა და აწონვა რომ შეეძლოს და აქედან გამომდინარე აძლევდეს შემკითხველს შესაფერ რჩევას. ამჟამად მრჩეველნი და მოძღვარნი უფრო საკუთარი თავით ან წიგნებით ხელმძღვანელობენ. ამ დროს განსაკუთრებით სასარგებლო და ქმედითი პირველი სახის რჩევაა, ის განსაკუთრებით ახლოსაა რჩევას მოწყურებული სულისთვის - სული გრძნობს რა არის მისთვის საჭირო. წმ. ისააკ ასურმა თქვა: „თი-თოეული ადამიანისთვის არაფერია უფრო სასარგებლო, ვიდრე კერძოდ მისთვის განკუთვნილი რჩევა." ხოლო სხვისთვის განკუთ-ვნილ რჩევას, რაც არ უნდა კეთილი და გონივრული იყოს იგი, სულში მხოლოდ წამებისა და შფოთის შეტანა შეუძლია. სული გრძნობს ასეთი რჩევის შეუსაბამობას, გრძნობს, რომ იგი უცხოა მისთვის. „რომელნი იტყვიედ - მომწყლველ, განმკუეთელ, ვითარცა მახვილი, ხოლო ენამან ბრძენთამან განკურნა" (იგავ. 12,19), ამბობს წმ. წერილი.

   უფრო მეტად წმ. მამათა ნაწერები იკითხეთ: დაე მათ გიხელმძღვა-ნელონ, დაე მათ შეგახსენონ სათნოებები და გასწავლონ ქრისტეს გზით სიარული. ჩვენი დროისთვის ცხოვრების ეს წესია განკ-უთვნილი: იგი გვამცნეს და გადმოგვცეს გვიანდელი საუკუნეების წმ. მამებმა. ისინიც ღმრთივსულიერ მოძღვართა და დამრიგებელთა უკიდურეს ნაკლებობას უჩიოდნენ და ცხონების მაძიებელთ ურჩევდნენ, მამათა თხზულებებით ეხელმძღვანელათ. „დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა და ზრახვა წმიდაჲ - გონიერებაჲ" (იგავ. 9,10).

  ეცადეთ არ აჰყვეთ გაფანტულობას. მაგრამ თუ მაინც გაგიტაცათ დინებამ - ჩვენი, ადამიანების საერთო უძლურების გამო - სასო-წარკვეთილებას ნუ მიეცემით. სრული დაუცემლობა არ არის ამა სოფლის მკვიდრის ხვედრი, ეს განმარტოებულ მეუდაბნოესაც კი არ ძალუძს. ცვალებადობა და გაფანტულობა უსათუოდ ყოველ ადამიანს სძლევს, თვით უმკაცრეს დიდებულსაც. მით უმეტეს შეუძლებელია ამას გადაურჩეს შუაგულ სოფელში, ათასგვარ სა-ცთურს შორის მცხოვრები კაცი. ნუ გინდათ საკუთარი თავისგან შეუძლებლის მიღება, ნუ მოითხოვთ თქვენი სულისაგან იმას, რისი მოცემაც არ შეუძლია. თქვენს გატაცებებს სინანულით უწამლეთ, მოღვაწეობის ნაკლოვანებები კი სულის შემუსვრილებით შეავსეთ. ღმერთმა გაკურთხოთ! (გაგრძელება იქნება...)

 

 

წიგნიდან "კრებული"  



უკან დაბრუნება