xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » ქრისტე და გლობალიზაცია - არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი
ქრისტე და გლობალიზაცია - არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი
23-10-2024, 08:44  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   დღეს ბევრი საუბრობს გლობალიზაციაზე, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთნი, თან მცირედნი, გეგმავენ და ამზადებენ გლობალიზაციას ეკონომიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში და ბოლოს გლობალიზაციას რელიგიურ სფეროში, რასაც ერთიანი სუპერსახელმწიფოს შექმნამდე მივყავართ.

  გლობალიზაცია მოძრაობა "ახალი საუკუნის" (New Age) მიზანია, რომელიც ქრისტეს ანტიქრისტეთი შეცვლისაკენ მიისწრაფის. ამ მოძრაობის მიმდევართა აზრით ანტიქრისტეს მეუფება მესამე ათასწლეულის დასაწყისს უნდა დაემთხვას. მაშინ "იხტისი" ((ძველბერძნულად: "თევზი" - ქრისტეს სიმბოლო) მერწყულით (ანტიქტისტეს სიმბოლო)) შეიცვლება.

   გლობალიზაცია არ იქნება შედეგიანი, თუ ყოველი რელიგია უარს არ იტყვის მოსაზრებაზე, რომ მხოლოდ ის ფლობს ჭეშმარიტებას და სანამ ყველა რელიგია არ დათანხმდება, შეიქმნას ერთიანი ზერელიგია. ამიტომ დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რაც წარმოუდგენელი იყო ადრე: ქრისტიანები, იუდეველები, მუსლიმანები, ბუდისტები და წარმართები ერთად ლოცულობენ. "საყოველთაო მშვიდობისათვის" მონაწილეობენ რელიგიათა შორის დიალოგებში, და აცხადებენ, რომ ყველას, განსაკუთრებით მონოთეისტურ რელიგიებს, "საერთო ღმერთი" ჰყავთ. ამ დიალოგებში მონაწილე ქრისტიანები, მათ შორის, სამწუხაროდ, მართლმადიდებელი სასულიერო პირები და ერისკაცები, არ აღიარებენ ღმერთს - სამებასა და განხორციელებულ ძე და სიტყვა ღმერთს - ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად.

   დიდი მწუხარებით წავიკითხეთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რუმინეთში ადგილი ჰქონდა მწვალებლებთან ერთობლივ ლოცვას "მშვიდობისათვის", რომელშიც მართლმადიდებელი პატრიარქები და არქიეპისკოპოსებიც მონაწილეობდნენ. საბედნიეროდ, ამ "ლოცვაში" მონაწილეობა არ მიუღია მსოფლიო საპატრიარქოს, იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, საქართველოს, ელადისა და პოლონეთის ეკლესიებს.

   უნდა ვიცოდეთ, რომ გლობალიზაცია, რომელიც ჩვენს დროში იგეგმება, ამზადებს არა მხოლოდ ქრისტეს გარეშე არსებულ სამყაროს, არამედ ისეთ მსოფლიოს, რომელიც ქრისტეს მოწინააღმდეგე იქნება.

   ზესახელმწიფო, ზეეკონომიკა, ზერელიგია მათი შემქმნელების აზრით, უნდა ემსახურებოდეს არა ქრისტეს და მოყვასს, როგორც ღვთის ხატებას, არამედ ანტიქრისტეს და მათ, ვინც მას ეთაყვანება. ამგვარი გლობალიზაციის დროს შემოიღებენ ისეთ კანონებსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, რომლებიც ადამიანის თავისუფლებას უკიდურესად შეზღუდავენ და ადამიანებს "ამასოფლის ძლიერთა" ხელში სათამაშოებად გადააქცევენ. რაღაც მსგავსი რამ უკვე ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში (საბერძნეთში, მთარგმნ.), სადაც გამუდმებით ცდი-ლობენ მოსახლეობას თავს მოახვიონ უცხოური წესები და დადგენილებები.

   ყოველივე ამას მოსახლეობის გლობალური კონტროლისაკენ მივყავართ. განსაკუთრებით აღშფოთებულნი ვართ შენგენის შეთანხმებით, რადგან მასში მსოფლიო კონტროლის წინასახეს ვხედავთ.

   ჭეშმარიტი გლობალიზაცია კი სიტყვა - ღმერთის განხორციელებით დაიწყო, რომელმაც ადამიანური ბუნება მიიღო და აღადგინა პირველი ადამიანი - ადამი. იესო ქრისტე, ჭეშმარიტად, მსოფლიო ადამიანია, რადგან "არა არს არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტიანი", რომელიც შერწყმულია ქრისტესთან - ქრისტე ცხოვრობს მასში და ის - ქრისტეში - ასევე მსოფლიო ქრისტიანი ხდება. ის საკუთარ თავში მოიცავს ყოველ ადამიანს. ის მსოფლიო ადამიანი - მიკროკოსმოსი და ამავე დროს მაკროკოსმოსი ხდება, იმიტომ, რომ ის შეიცავს არა მხოლოდ კაცობრიობას, არამედ ყოველ ქმნილებას. განღმრთობილი ადამიანი არის მსოფლიო და კათოლიკე. ამგვარი მსოფლიო ადამიანი იყო ყველა მოციქული, ძველი და ახალი მოწამე, მოღვაწე, თავდადებული ერისკაცი.

   უფალი იესო ქრისტე მსოფლიო ადამიანია, რადგან თავი თვისი დასდო მსოფლიოსათვის. ანტიქრისტემ და მისმა მიმდევრებმა მიითვისეს სახელწოდება "მსოფლიო", ისინი ადამიანებისათვის კი არ სწირავენ თავს, თავად ადამიანებს სწირავენ გლობალიზაციის იდეებს.

   მაცხოვრის პირველი მობრძანების დროს გარკვეულ გლობალიზაციას რომის იმპერიამ მიაღწია, ის მაშინ PaxPomana - დ იწოდებოდა. მაგრამ ის გლობალიზაცია ადამიანებს თავისუფლებად და მონებად, ექსპლუატატორებად და ექსპლუატირებულებად ყოფდა და კერპების თაყვანისცემას სთავაზობდა. ქრისტიანები მათში ანტიქრისტეს წინამორბედებს ხედავდნენ. იმდროინდელ და ახლანდელ გლობალიზაციაში მრავალი საერთო მოიძებნება.

  გავიხსენოთ, რას გალობს ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულის მწუხრზე: "ერთ მთავრობასა მას, აგვისტოისასა ქვეყანასა ზედა, მრავალმთავრობანი, კაცთანი დასცხრეს ქვეყანისაგან და ქრისტეს ხორცშესხმასა მრავალ - ღვთაება კერპთა დადუმნა, ერთ მეფე იქმნეს ყოველნი ქალაქნი და ერთი ღვთაება რწმენათ, და აღიარეს ყოველთა, წარმართთა, აღიწერნეს ერნი ბრძანებითა, მით კეისრისათა, და აღვიწერენით მორწმუნენი, სახელითა ღვთისა ჩვენთვის განკაცებულისათა, დიდ არს წყალობა შენი, უფალო, დიდება შენდა".

   ყოველგვარ მონარქიასა და გლობალიზაციას, ქრისტეს გარეშე, აღგვიან "მრავალმთავრობანი კაცთანი". მაგრამ "მრავალღვთაება კერპთა", ცრუ ღმერთებისადმი ყოველგვარი კერპთმსახურება და წარმართული იდეოლოგია შეიძლება აილაგმოს მხოლოდ ბრძანებითა, მით კეისრისათა", და ჩვენც აყვანილნი ვართ აღრიცხვაზე სხვადასხვა სახელმწიფოებრივი და ზესახელმწიფოებრივი მთავრობების მიერ, მაგრამ ქრისტიანი არ უნდა იყოს კმაყოფილი ამგვარი აღწერით, რადგან არსებობს საშიშროება იმისა, რომ ოდესმე ის დემონური გახდება.

   ჩვენ, მართლმადიდებელნი, მივისწრაფვით ღმერთკაცობრივი გლობალიზაციისაკენ, მსოფლიოს გაერთიანებისაკენ ქრისტეს სხეულში - ეკლესიაში. სწორედ ამაზე ვამყარებთ იმედს და ამისთვის ვიღწვით. ჩვენ, ქრისტიანები, არ ვეთაყვანებით სუპერმენებს, სხვადასხვა იდეოლოგებს, კერპებსა და ცრუმხსნელებს.

   ჩვენ თაყვანს ვცემთ მხოლოდ ბეთლემში დაბადებულ უფალ იესო ქრისტეს, მას, ვინც ჯვარცმითა და აღდგომით გამოგვისყიდა. და ჩვენ ვლოცულობთ მის მიმართ, რათა უხვად მოგვანიჭოს მადლი სულიწმიდისა, რომ არ ვცდუნდეთ ცრუწინასწარმეტყველთაგან და სიკვდილამდე უფლის ერთგულნი დავრჩეთ.

 

 

 

ათონის წმ. მთა - არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

Xareba.net - ის რედაქცია 

 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine