მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტე და გლობალიზაცია

ქრისტე და გლობალიზაცია


11-09-2015, 00:04

 

   დღეს ბევრი საუბრობს გლობალიზაციაზე, მაგრამ მხოლოდ ზოგი-ერთნი, თან მცირედნი, გეგმავენ და ამზადებენ გლობალიზაციას ეკონომიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში და ბოლოს გლობალი-ზაციას რელიგიურ სფეროში, რასაც ერთიანი სუპერსახელმწიფოს შექმნამდე მივყავართ.

  გლობალიზაცია მოძრაობა "ახალი საუკუნის" (New Age) მიზანია, რომელიც ქრისტეს ანტიქრისტეთი შეცვლისაკენ მიისწრაფის. ამ მო-ძრაობის მიმდევართა აზრით ანტიქრისტეს მეუფება მესამე ათას-წლეულის დასაწყისს უნდა დაემთხვას. მაშინ "იხტისი" ((ძველბერ-ძნულად: "თევზი" - ქრისტეს სიმბოლო) მერწყულით (ანტიქტისტეს სიმბოლო)) შეიცვლება.

   გლობალიზაცია არ იქნება შედეგიანი, თუ ყოველი რელიგია უარს არ იტყვის მოსაზრებაზე, რომ მხოლოდ ის ფლობს ჭეშმარიტებას და სანამ ყველა რელიგია არ დათანხმდება, შეიქმნას ერთიანი ზერე-ლიგია. ამიტომ დღეს ჩვენ ვხედავთ იმას, რაც წარმოუდგენელი იყო ადრე: ქრისტიანები, იუდეველები, მუსლიმანები, ბუდისტები და წარმართები ერთად ლოცულობენ. "საყოველთაო მშვიდობისათვის" მონაწილეობენ რელიგიათა შორის დიალოგებში, და აცხადებენ, რომ ყველას, განსაკუთრებით მონოთეისტურ რელიგიებს, "საერთო ღმე-რთი" ჰყავთ. ამ დიალოგებში მონაწილე ქრისტიანები, მათ შორის, სამწუხაროდ, მართლმადიდებელი სასულიერო პირები და ერის-კაცები, არ აღიარებენ ღმერთს - სამებასა და განხორციელებულ ძე და სიტყვა ღმერთს - ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად.

   დიდი მწუხარებით წავიკითხეთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რუმინეთში ადგილი ჰქონდა მწვალებლებთან ერთობლივ ლოცვას "მშვიდობისათვის", რომელშიც მართლმადიდებელი პატრიარქები და არქიეპისკოპოსებიც მონაწილეობდნენ. საბედნიეროდ, ამ "ლოცვაში" მონაწილეობა არ მიუღია მსოფლიო საპატრიარქოს, იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, საქართველოს, ელადისა და პოლონეთის ეკლესიებს.

   უნდა ვიცოდეთ, რომ გლობალიზაცია, რომელიც ჩვენს დროში იგე-გმება, ამზადებს არა მხოლოდ ქრისტეს გარეშე არსებულ სამყაროს, არამედ ისეთ მსოფლიოს, რომელიც ქრისტეს მოწინააღმდეგე იქნება.

   ზესახელმწიფო, ზეეკონომიკა, ზერელიგია მათი შემქმნელების აზრ-ით, უნდა ემსახურებოდეს არა ქრისტეს და მოყვასს, როგორც ღვთის ხატებას, არამედ ანტიქრისტეს და მათ, ვინც მას ეთაყვანება. ამგვარი გლობალიზაციის დროს შემოიღებენ ისეთ კანონებსა და საზოგად-ოებრივ ინსტიტუტებს, რომლებიც ადამიანის თავისუფლებას უკი-დურესად შეზღუდავენ და ადამიანებს "ამასოფლის ძლიერთა" ხელში სათამაშოებად გადააქცევენ. რაღაც მსგავსი რამ უკვე ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში (საბერძნეთში, მთარგმნ.), სადაც გამუდმებით ცდი-ლობენ მოსახლეობას თავს მოახვიონ უცხოური წესები და დადგე-ნილებები.

   ყოველივე ამას მოსახლეობის გლობალური კონტროლისაკენ მივყა-ვართ. განსაკუთრებით აღშფოთებულნი ვართ შენგენის შეთანხმებით, რადგან მასში მსოფლიო კონტროლის წინასახეს ვხედავთ.

   ჭეშმარიტი გლობალიზაცია კი სიტყვა - ღმერთის განხორციელებით დაიწყო, რომელმაც ადამიანური ბუნება მიიღო და აღადგინა პირველი ადამიანი - ადამი. იესო ქრისტე, ჭეშმარიტად, მსოფლიო ადამიანია, რადგან "არა არს არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტიანი", რომელიც შერწყმულია ქრისტესთან - ქრისტე ცხოვრობს მასში და ის - ქრისტეში - ასევე მსოფლიო ქრისტიანი ხდება. ის საკუთარ თავში მოიცავს ყოველ ადამიანს. ის მსოფლიო ადამიანი - მიკროკოსმოსი და ამავე დროს მაკროკოსმოსი ხდება, იმიტომ, რომ ის შეიცავს არა მხოლოდ კაცობრიობას, არამედ ყოველ ქმნილებას. განღმრთობილი ადამიანი არის მსოფლიო და კათოლიკე. ამგვარი მსოფლიო ადამიანი იყო ყველა მოციქული, ძველი და ახალი მოწამე, მოღვაწე, თავდადებული ერისკაცი.

   უფალი იესო ქრისტე მსოფლიო ადამიანია, რადგან თავი თვისი და-სდო მსოფლიოსათვის. ანტიქრისტემ და მისმა მიმდევრებმა მიი-თვისეს სახელწოდება "მსოფლიო", ისინი ადამიანებისათვის კი არ სწირავენ თავს, თავად ადამიანებს სწირავენ გლობალიზაციის იდეებს.

   მაცხოვრის პირველი მობრძანების დროს გარკვეულ გლობალიზაც-იას რომის იმპერიამ მიაღწია, ის მაშინ PaxPomana - დ იწოდებოდა. მაგრამ ის გლობალიზაცია ადამიანებს თავისუფლებად და მონებად, ექსპლუატატორებად და ექსპლუატირებულებად ყოფდა და კერპების თაყვანისცემას სთავაზობდა. ქრისტიანები მათში ანტიქრისტეს წინა-მორბედებს ხედავდნენ. იმდროინდელ და ახლანდელ გლობალიზა-ციაში მრავალი საერთო მოიძებნება.

  გავიხსენოთ, რას გალობს ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულის მწუხრზე: "ერთ მთავრობასა მას, აგვისტოისასა ქვეყანასა ზედა, მრავალმთავრობანი, კაცთანი დასცხრეს ქვეყანისაგან და ქრისტეს ხორცშესხმასა მრავალ - ღვთაება კერპთა დადუმნა, ერთ მეფე იქმნეს ყოველნი ქალაქნი და ერთი ღვთაება რწმენათ, და აღიარეს ყოველთა, წარმართთა, აღიწერნეს ერნი ბრძანებითა, მით კეისრისათა, და აღვი-წერენით მორწმუნენი, სახელითა ღვთისა ჩვენთვის განკაცებული-სათა, დიდ არს წყალობა შენი, უფალო, დიდება შენდა".

   ყოველგვარ მონარქიასა და გლობალიზაციას, ქრისტეს გარეშე, აღგ-ვიან "მრავალმთავრობანი კაცთანი". მაგრამ "მრავალ-ღვთაება კერპთა", ცრუ ღმერთებისადმი ყოველგვარი კერპთმსახურება და წარმართული იდეოლოგია შეიძლება აილაგმოს მხოლოდ ბრძანებითა, მით კე-ისრისათა", და ჩვენც აყვანილნი ვართ აღრიცხვაზე სხვადასხვა სახელმწიფოებრივი და ზესახელმწიფოებრივი მთავრობების მიერ, მაგრამ ქრისტიანი არ უნდა იყოს კმაყოფილი ამგვარი აღწერით, რადგან არსებობს საშიშროება იმისა, რომ ოდესმე ის დემონური გახდება.

   ჩვენ, მართლმადიდებელნი, მივისწრაფვით ღმერთკაცობრივი გლო-ბალიზაციისაკენ, მსოფლიოს გაერთიანებისაკენ ქრისტეს სხეულში - ეკლესიაში. სწორედ ამაზე ვამყარებთ იმედს და ამისთვის ვიღწვით. ჩვენ, ქრისტიანები, არ ვეთაყვანებით სუპერმენებს, სხვადასხვა იდ-ეოლოგებს, კერპებსა და ცრუმხსნელებს.

   ჩვენ თაყვანს ვცემთ მხოლოდ ბეთლემში დაბადებულ უფალ იესო ქრისტეს, მას, ვინც ჯვარცმითა და აღდგომით გამოგვისყიდა. და ჩვენ ვლოცულობთ მის მიმართ, რათა უხვად მოგვანიჭოს მადლი სუ-ლიწმიდისა, რომ არ ვცდუნდეთ ცრუწინასწარმეტყველთაგან და სიკვდილამდე უფლის ერთგულნი დავრჩეთ.

 

 

 

ათონის წმ. მთა - არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება