ცეცხლის საზრდო – შეშაა, მრისხანებისა კი – ცუდმედიდო-ბა და ზესთამჩენობა, ანუ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე.
წმ. ეფრემ ასური
***
როდესაც ხედავ მავანს, მრავალი უპატიობის გამო დამწუხრებულს, შეიცანი, რომ იგი, ცუდმედიდობის გულისზრახვებით აღვსილი, სი-მწრით იმკის გულის თესლთა თავთავებს.
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
***
მართლაც, ისევე როგორც სათნოებებს ბუნებრივად შობს შეჭირვებ-ანი და შეურაცხებანი, ასევე ბოროტებებსაც – სიამენი და ცუდმედი-დობანი.
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
***
ყველა ბოროტების მიზეზია ცუდმედიდობა და სიამეთმოყვარეობა. ვინც ამათ არ მოიძაგებს, ვერ აღმოფხვრის ვნებას.
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
***
სახლის ნივთია ჭურჭელი და საჭმელი, გონების ნივთი კი ესაა ცუ-დმედიდობა და გემოთმოყვარეობა.
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)