მთავარი > ცუდმედიდობა > ცუდმედიდობა
ცუდმედიდობა17-06-2014, 15:46 |
ცეცხლის საზრდო – შეშაა, მრისხანებისა კი – ცუდმედიდო-ბა და ზესთამჩენობა, ანუ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე.
წმ. ეფრემ ასური
*** როდესაც ხედავ მავანს, მრავალი უპატიობის გამო დამწუხრებულს, შეიცანი, რომ იგი, ცუდმედიდობის გულისზრახვებით აღვსილი, სი-მწრით იმკის გულის თესლთა თავთავებს.
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
*** მართლაც, ისევე როგორც სათნოებებს ბუნებრივად შობს შეჭირვებ-ანი და შეურაცხებანი, ასევე ბოროტებებსაც – სიამენი და ცუდმედი-დობანი.
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
*** ყველა ბოროტების მიზეზია ცუდმედიდობა და სიამეთმოყვარეობა. ვინც ამათ არ მოიძაგებს, ვერ აღმოფხვრის ვნებას.
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
*** სახლის ნივთია ჭურჭელი და საჭმელი, გონების ნივთი კი ესაა ცუ-დმედიდობა და გემოთმოყვარეობა.
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) უკან დაბრუნება |