xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს მოძღვარს
როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს მოძღვარს
17-08-2016, 08:30  / ამოსაბეჭდი ვერსია
როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს მოძღვარს
   მოძღვრის უმთავრესი მიზანია მასზე მი-ბარებულ ადამიანთა ცხონებაზე ზრუნვა. ჩვენ, მოძღვრები გულმოდგინედ უნდა ვცდილობდეთ კეთილი სახელის მოხვეჭას. მდაბალი გონებითა და კეთილგანწყობილი სულით ნაყოფიერად უნდა ვიმოქმედოთ ადამიანთა გულებზე, რადგან კაცთათვის არაფერია ისე სასურველი, უფრო მეტიც, არაფერი ისე არ ზემოქმედებს ადამიანთა გრძნობებზე, როგორც სიკეთე. და თუკი სიკეთე შეზავებული იქნება სიმდაბლით, ალერსით, ზომიერი სიმკაცრით დარიგებისას, საუბარში გულითადობითა და პატივის-ცემით, აგრეთვე მოკრძალებით და უბრალოებით, მაშინ ასეთი სიკეთე სხვათა მხრიდან წარმოუდგენლად უხვი სიყვარულით დაჯილდოვ-დება (წმ. ამბროს მედიოლანელი).
   მღვდელი აუცილებლად მართლმადი­დებ­ლურად უნდა აზროვნებ-დეს და ჰქონდეს მტკიცე რწმენა. ურწმუნოებისა და დოგმატთა არასწორი აღმსარებლობის გამო მოძღვარს ერთმევა სულიწმიდის მადლი. ამიტომაა, რომ ერეტიკოსთა მიერ აღსრულებული საიდუ-მლოებანი ჭეშმარიტნი არ არიან (თეოდორე სტუდიელი).
   წინამძღვარი დახელოვნებული უნდა იყოს წმიდა წერილის განმა-რტებაში. აუცილებელია დღე და ღამ განისწავლებოდეს საღმრთო სჯულში, რის შედეგადაც შეიძენს უნარს კეთილისა და ბოროტის განსჯისა. მოძღვარი აგრეთვე სრულყოფილი უნდა იყოს ყველა სათნოებაში, განსაკუთრებით განვითარებული კი - კეთილისა და ბოროტის გარჩევაში. განსჯის უნარი ღვთის ნიჭია, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ შეძლებს პირმეტყველ ცხოვართა დამწყსვას. არამედ უტყვთა მწყემსობასღა თუ შეძლებს.
   მღვდლობა ადვილი საქმე არაა. ის  უდიდეს ღვაწლს მოითხოვს. ყოველი სახის გართობა, თავშესაქცევი თამა­შები - მისაღები ერისკაცთათვის, მიუღე­ბელი უნდა იყოს მღვდლისათვის. მღვდელი მაღლა უნდა იდგეს ამ ამაოებაზე. იგი მარად სულით ზე უნდა ივლტოდეს. და მხოლოდ ოჯახური წყნარი ცხოვრებითა და აქედან მიღებული სიხარულით შემოიფარგლოს. სასურვე­ლია, რომ იგი გაურბოდეს საერო ხასიათის გართობასა და სანახაობებს, თეატრებს, გასართობ კლუბებსა და ცეკვის საღამოებს, თუნდაც ყველაფერ ამას საქველმოქმედო სახიათი ჰქონდეს... მღვდლის ტანსაცმელი უბრალო უნდა იყოს. თავისუფალი ყოველგვარი გაპრანჭვისაგან და არც ეკლესიაში მიღებულ წესს გადადიოდეს. ერისკაცთა სამოსით შემოსვას საეკლესიო კანონები კრძალავს. საეკლესიო კანონებით აგრეთვე მიუღებელია თმისა და წვერის შეკვეცა. მისი დარღვევა უმართებულოა. ყველაფერ ამას ღვთისმსახურები ხელდასხმამდე ეცნობიან და თანხმობის ნიშნად მათგან ხელწერილს ღებულობენ.
 
წიგნიდან: "ПастырьДуховный"
წმ. მამებისეული განმარტებანი. მოძღვრებზე და მოძღვრობის შესახებ
შემდ. დეკანოზი კალენტინე მორდასევი
თარგმნა მღვდელმა ზაქარიამ (მარგალიტაძე)
Xareba.net - ის რედაქცია 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine