გაჭირვებულთან, ღატაკთან ძალიან ფრთხილად იყავით. არაფრისმ-ქონე შეწევნას მოგთხოვთ და ბოროტი სწორედ მაგ დროს ეცდება გულში ქვა, გულგრილობა და იქნებ ზიზღიც კი ჩაგიდოთ საცოდავის მიმართ. სძლიეთ როგორმე ამ არაქრისტიანულ, არაადამიანურ განწ-ყობას, როგორმე მოიძიეთ გულში თანადგომა თქვენი მსგავსი ადამი-ანის მიმართ „...რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ" (ეფ. 4, 25). ანუ სუ-ლი წმიდის ტაძრის მიმართ, რათა ქრისტე ღმერთმაც შეგიყვაროთ და რასაც გთხოვდეთ გაჭირვებული, როგორაც შეძლოთ, ისე შეეწიეთ: „და რომელი გთხოვდეს შენ და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე მიიქცევი" (მათ. 5, 42).
● ● ●
მტკიცედ წარმოსთქვით ლოცვის თითოეული სიტყვა. საღამოს ლოც-ვისას სული წმიდას წრფელად, გულშემუსვრილმა მოუყევით გასუ-ლი დღის ცოდვები; რამდენიმე წამი თბილი სინანულისა და სული წმიდა ყველანაირი მწიკვლისგან განგწმენდთ, თოვლზე უსპეტაკესი შეიქმნები, გულს გაგიკრიალებს ცრემლი, შეიმოსებით, შეიმკობით ქრისტეს სიმართლით, მასთან, მამა ღმერთთან და სული წმიდასთან გაერთიანდებით.
(გაგრძელება იქნება...)