მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი


1-07-2015, 00:02

ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმიდა იოანე კრონშტანდტელი

 

 

   გაჭირვებულთან, ღატაკთან ძალიან ფრთხილად იყავით. არაფრისმ-ქონე შეწევნას მოგთხოვთ და ბოროტი სწორედ მაგ დროს ეცდება გულში ქვა, გულგრილობა და იქნებ ზიზღიც კი ჩაგიდოთ საცოდავის მიმართ. სძლიეთ როგორმე ამ არაქრისტიანულ, არაადამიანურ განწ-ყობას, როგორმე მოიძიეთ გულში თანადგომა თქვენი მსგავსი ადამი-ანის მიმართ „...რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ" (ეფ. 4, 25). ანუ სუ-ლი წმიდის ტაძრის მიმართ, რათა ქრისტე ღმერთმაც შეგიყვაროთ და რასაც გთხოვდეთ გაჭირვებული, როგორაც შეძლოთ, ისე შეეწიეთ: „და რომელი გთხოვდეს შენ და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე მიიქცევი" (მათ. 5, 42).

 

● ● ●

   მტკიცედ წარმოსთქვით ლოცვის თითოეული სიტყვა. საღამოს ლოც-ვისას  სული წმიდას წრფელად, გულშემუსვრილმა მოუყევით გასუ-ლი დღის ცოდვები; რამდენიმე წამი თბილი სინანულისა და სული წმიდა ყველანაირი მწიკვლისგან განგწმენდთ, თოვლზე უსპეტაკესი შეიქმნები, გულს გაგიკრიალებს ცრემლი, შეიმოსებით, შეიმკობით ქრისტეს სიმართლით, მასთან, მამა ღმერთთან და სული წმიდასთან გაერთიანდებით.

 

(გაგრძელება იქნება...) 


უკან დაბრუნება