მოუნანიებელი ცოდვილნი,
რაც უფრო მეტად ეფლობიან ბოროტებაში, სულის ხსნაზე მით უფრო ნაკლებად ზრუნავენ. ხოლო
ისინი, ვის გულებშიც ჯერ არ გამქრალა უფლის შიში, - პირიქით, თავიანთ უღირს მდგომარეობას
უფლის წინაშე მუდამ აცნობიერებენ, მთელი ძალ - ღონით ცდილობენ ცოდვებისაგან განწმენდას,
ამის გამო მუდამ ჭმუნავენ და სინანულის მწარე ცრემლებს ღვრიან. და თუ რარიგად სასიკეთოა
მათთვის ეს ცრემლები, ამას შემდეგი გადმოცემიდან დავინახავთ...