ძმებო, მართლმადიდებელო ქრისტიანებო, გაუფრთხილდით თქვენს სარწმუნოებას ოქრო-ვერცხლზე მეტად. ყოველივე მიწიერი არარაობაა მასთან შედარებით. ძალზედ ცუდად იქცევიან ისინი, რომლებიც ცხოვრობენ ურწმუნოებთან და სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანებთან და მათგან იღებენ ცხოვრების მაგალითს, ხოლო თავიანთ დიდებულ სახელწოდებას არ უფრთხილდებიან.