xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » მართმადიდებელი ეკლესია » გაუფრთხილდით მართლმადიდებლურ სარწმუნოებას
გაუფრთხილდით მართლმადიდებლურ სარწმუნოებას
22-10-2012, 12:40  / ამოსაბეჭდი ვერსია
გაუფრთხილდით მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ძმებო, მართლმადიდებელო ქრისტიანებო, გაუფრთხილდით თქვენს სარწმუნოებას ოქრო-ვერცხლზე მეტად. ყოველივე მიწიერი არარაობაა მასთან შედარებით. ძალზედ ცუდად იქცევიან ისინი, რომლებიც ცხოვრობენ ურწმუნოებთან და სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანებთან და მათგან იღებენ ცხოვრების მაგალითს, ხოლო თავიანთ დიდებულ სახელწოდებას არ უფრთხილდებიან. ცხოვრებაში და საქმეებში ისინი ხშირად ერეტიკოსებზე, ურწმუნოებზე და წარმართებზე უარესად და უსამართლოდაც იქცევიან. მათ ავიწყდებათ, რომ ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე მართლმადიდებლებს გაცილებით მკაცრად მოეკითხებათ.
განა ისინი ქრისტიანები არიან და თანაც მართლმადიდებლები, რომელთაც არ იციან, პატივს არ მიაგებენ და არც თაყვანს სცემენ ქრისტიანულ ჯვარს (მართლმადიდებლური გამოსახულებით), მარხვასა და ქრისტიანულ დღესასწაულებს?
ესენი არიან ქრისტიანები, რომლებიც უსირცხვილოდ თელავენ მართლმადიდებებლი ეკლესიის ყველა კანონს და უდიდესი დღესასწაულების წინ და მარხვაში ეძლევიან არა მარტო უსირცხვილო სიმღერებსა და ცეკვებს, ხმაურიან, მკრეხელურ საუბრებს, სიძვის აღმძვრელ სანახაობებს, სხვადასხვა სახის აზარტულ თამაშობებს, უაზროდ დანაყრებასა და თრობას, არამედ სხვა საშინელ და სასირცხვილო საქმეებსაც?
ესენია ქრისტიანები და თანაც მართლმადიდებლები, რომელთაც არ იციან რომელ სარწმუნოებას მიეკუთვნებიან და რისთვის ცხოვრობენ ამქვეყნად? რატომ ეძახიან მათ ქრისტიანებს, მართლმადიდებლებს; რომელთაც არცერთი ლოცვა არ იციან. მათ ისიც კი არ იციან, ვინ არის ქრისტე მაცხოვარი, რაა ეკლესია და რომელია მისი საიდუმლოებები; არ იციან პირჯვრის გადაწერაც კი და არც ის, რა არის ჯვარი და მისი მნიშვნელობა; რომლებიც არა თუ აღსარებასა და წმ. ზიარებაზე რამოდენიმე წელია არ ყოფილან, არამედ საერთოდ ღვთის ტაძარშიც არ არიან ნამყოფნი? არა, ესენი ქრისტიანები არ არიან. ესენი სიტყვითაც და საქმითაც უღმერთოები არიან.
მაშ ასე, მართლმადიდებელო ქრისტიანებო, აღიარეთ თქვენი უძლურება რწმენისა და კეთილმსახურების საქმეში; საკუთარი არკეთილსინდიდიერება ღვთის წმინდა მცნებათა და იმ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების შესრულებაში, რომელსაც როგორც დედას, ჩვენ ასე ხშირად შეურაცხვყოფთ ჩვენი ურჩობით. ამის შემდეგ შეეცადეთ შეძლებისდაგვარად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება ახალი, უკეთესი ცხოვრებით ქრისტეში. სადაც დაინახავთ საკუთარ უძლურებას, მიმართეთ გულითადი ლოცვით ღმერთს. სთხოვეთ მას რწმენით და ღრმა თავმდაბლობით ყველაფერი, რაც გჭირდებათ და სასარგებლოა თქვენთვის - ითხოვეთ და მოგეცემათ.
მორწმუნისათვის ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა არა უცებ, არამედ ნელ-ნელა, თანდათანობით. შეისწავლეთ და მიეჩვიეთ საღვთო კანონის შესრულებას საქმით, სიტყვითა და გონებით. მტკიცედ დაიცავით წმინდა ეკლესიის სწავლება.
იმავეს მიაჩვიეთ თქვენი ოჯახის წევრები. დაიწყეთ პირჯვრის სწორი გადასახვით, საოჯახო და საეკლესიო ლოცვების აუცილებელი შესრულებით. განაწყვეთ თავი და სხვებიც ღვთის ტაძარში ხშირი სიარულისათვის, მარხვების მკაცრად დაცვისათვის და უდიდესი საეკლესიო დღესასწაულების მიმართ პატივისცემით. ჭეშმარიტი გზიდან აცდენილი ცოდვილის მომქცევის იხსნის მასაც და თავის თავსაც. მხოლოდ ერთობლივი მოქმედებითაა შესაძლებელი ჩვენს შორის დაკნინებული წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოების აღორძინება.
 
 
გაზეთ „ხარებას" ბიბლიოთეკიდან

 

 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine