xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » აღსარების აუცილებლობა - წმიდა პაისი მთაწმინდელი
აღსარების აუცილებლობა - წმიდა პაისი მთაწმინდელი
29-07-2015, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

აღსარების აუცილებლობა - წმიდა პაისი მთაწმინდელი

 

 

  - წმიდაო მამაო, ღირსი მარკოზ მოღვაწე ამბობს: "საქმის მცოდნე, როდესაც ჭეშმარიტებას შეიცნობს, ღვთის წინაშე აღსარებას იმისდა მიხედვით კი არ ამბობს, რაც ჩაიდინა, არამედ, იმის მიხედვით, რაც ელის".¹ რას გულისხმობს იგი?

   - აღსარების ორივე სახე გამართლებულია. მორწმუნე აღსარებას ეუ-ბნება მოძღვარს, ხოლო, ვიდრე ლოცვას დაიწყებდეს, იგი სიმდაბლით აღიარებს თავის ცოდვებს ღვთის წინაშე და ამბობს: "ღმერთო ჩემო, შევცოდე შენს წინაშე, მე ასეთი და ასეთი ვარ". მაგრამ ამავდროულად ქრისტიანი უდიდეს მწუხარებას განიცდის, რაც წამალივით ედება მის გულს. ღირსი მარკოზ მოღვაწე იმას კი არ ამბობს, რომ ღვთისა და მოძღვრის წინაშე აღსარება საჭირო არ არის და მხოლოდ ძლიერი მწუხარების განცდით უნდა შემოვიფარგლოთ. რას ნიშნავს "აღსარე-ბა"? განა ეს არ არის "ხმამაღლა განცხადება იმისა, რაც ჩვენშია"?! თუკი შენს სულში სიკეთეა, მაშ "აუარებდით უფალსა",² ანუ ადიდებდით ღმერთს. ხოლო თუ შენში ბოროტებაა, ცოდვებს აღიარებ.

   - აღსარებაზე პირველად მისულმა მოძღვარს მთელი თავისი ცხო-ვრება უნდა უამბოს?

  - როდესაც აღსარებაზე პირველად მიდის ადამიანი, მთელი ცხოვრების საერთო "გენერალური" აღსარებაა საჭირო. როდესაც ავად-მყოფი საავადმყოფოში მიდის, ის ექიმს თავისი ავადმყოფობის ის-ტორიას უამბობს. მაგალითად, ის ამბობს: "წარსულში ფილტვების დაავადება მაქვს გადატანილი, მაგრამ დღეისათვის გამიარა. გავიკეთე ესა და ეს ოპერაცია, საერთო ან ადგილობრივი ნარკოზით"... - და ასე შემდეგ. სწორედ ასევე, პირველ აღსარებაზე აღმსარებელი უნდა შე-ეცადოს, თავისი ცხოვრება დაწვრილებით უამბოს მოძღვარს. ხოლო მოძღვარმა კი სულიერი ჭრილობა უნდა იპოვოს, რომ უმკურნალოს მას. უყურადღებოდ მიტოვებულ ერთ უბრალო ნატკენსაც კი შეიძ-ლება, ჯანმრთელობისათვის სავალალო შედეგები მოჰყვეს?! რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი პირველად მიდის აღსარებაზე, მას თან მიაქვს ვთქვათ - ასი ცოდვა, რომელთა აღიარებაც აუცილებელია. როდესაც აღსარებაზე მეორედ მიდის, მას უკვე ასათი ცოდვა აქვს სათქმელი: ეშმაკი ხომ მას შემდეგ, რაც ეს კაცი აღსარებაზე მივიდა და "საქმეები ჩაუშალა" მას, მის წინააღმდეგ უდიდეს ბრძოლას წამოიწ-ყებს. მესამედ მას უკვე ას ორმოცდაათი ცოდვის მონანიება უწევს. მაგრამ შემდეგ ცოდვების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება, ვიდრე ყველაფერი იქამდე არ მივა, რომ ადამიანი უმნიშვნელო რა-ოდენობის ცოდვებით მივა აღსარებაზე.

 

 

 

¹შეად. წმიდა მარკოზ მოღვაწე - მას, ვინც ფიქრობს, რომ საქმით უნდა გამართლდეს. "სათნოთმოყვარეობა".

²შეად. ფს. 106, 1.

 

 

 

(გაგრძელება იქნება...) 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine