მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > აღსარების აუცილებლობა - წმიდა პაისი მთაწმინდელი
აღსარების აუცილებლობა - წმიდა პაისი მთაწმინდელი29-07-2015, 00:02 |
- წმიდაო მამაო, ღირსი მარკოზ მოღვაწე ამბობს: "საქმის მცოდნე, როდესაც ჭეშმარიტებას შეიცნობს, ღვთის წინაშე აღსარებას იმისდა მიხედვით კი არ ამბობს, რაც ჩაიდინა, არამედ, იმის მიხედვით, რაც ელის".¹ რას გულისხმობს იგი? - აღსარების ორივე სახე გამართლებულია. მორწმუნე აღსარებას ეუ-ბნება მოძღვარს, ხოლო, ვიდრე ლოცვას დაიწყებდეს, იგი სიმდაბლით აღიარებს თავის ცოდვებს ღვთის წინაშე და ამბობს: "ღმერთო ჩემო, შევცოდე შენს წინაშე, მე ასეთი და ასეთი ვარ". მაგრამ ამავდროულად ქრისტიანი უდიდეს მწუხარებას განიცდის, რაც წამალივით ედება მის გულს. ღირსი მარკოზ მოღვაწე იმას კი არ ამბობს, რომ ღვთისა და მოძღვრის წინაშე აღსარება საჭირო არ არის და მხოლოდ ძლიერი მწუხარების განცდით უნდა შემოვიფარგლოთ. რას ნიშნავს "აღსარე-ბა"? განა ეს არ არის "ხმამაღლა განცხადება იმისა, რაც ჩვენშია"?! თუკი შენს სულში სიკეთეა, მაშ "აუარებდით უფალსა",² ანუ ადიდებდით ღმერთს. ხოლო თუ შენში ბოროტებაა, ცოდვებს აღიარებ. - აღსარებაზე პირველად მისულმა მოძღვარს მთელი თავისი ცხო-ვრება უნდა უამბოს? - როდესაც აღსარებაზე პირველად მიდის ადამიანი, მთელი ცხოვრების საერთო "გენერალური" აღსარებაა საჭირო. როდესაც ავად-მყოფი საავადმყოფოში მიდის, ის ექიმს თავისი ავადმყოფობის ის-ტორიას უამბობს. მაგალითად, ის ამბობს: "წარსულში ფილტვების დაავადება მაქვს გადატანილი, მაგრამ დღეისათვის გამიარა. გავიკეთე ესა და ეს ოპერაცია, საერთო ან ადგილობრივი ნარკოზით"... - და ასე შემდეგ. სწორედ ასევე, პირველ აღსარებაზე აღმსარებელი უნდა შე-ეცადოს, თავისი ცხოვრება დაწვრილებით უამბოს მოძღვარს. ხოლო მოძღვარმა კი სულიერი ჭრილობა უნდა იპოვოს, რომ უმკურნალოს მას. უყურადღებოდ მიტოვებულ ერთ უბრალო ნატკენსაც კი შეიძ-ლება, ჯანმრთელობისათვის სავალალო შედეგები მოჰყვეს?! რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი პირველად მიდის აღსარებაზე, მას თან მიაქვს ვთქვათ - ასი ცოდვა, რომელთა აღიარებაც აუცილებელია. როდესაც აღსარებაზე მეორედ მიდის, მას უკვე ასათი ცოდვა აქვს სათქმელი: ეშმაკი ხომ მას შემდეგ, რაც ეს კაცი აღსარებაზე მივიდა და "საქმეები ჩაუშალა" მას, მის წინააღმდეგ უდიდეს ბრძოლას წამოიწ-ყებს. მესამედ მას უკვე ას ორმოცდაათი ცოდვის მონანიება უწევს. მაგრამ შემდეგ ცოდვების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება, ვიდრე ყველაფერი იქამდე არ მივა, რომ ადამიანი უმნიშვნელო რა-ოდენობის ცოდვებით მივა აღსარებაზე.
¹შეად. წმიდა მარკოზ მოღვაწე - მას, ვინც ფიქრობს, რომ საქმით უნდა გამართლდეს. "სათნოთმოყვარეობა". ²შეად. ფს. 106, 1.
(გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება |