მომავალი ცხოვრება გახლავთ სრულყოფილი უმწიკვლება იმ გული-სა, რომელიც აქ თანდათანობით იწმინდება. ამ სოფელში იგი ხშირად ახორხლილი, დაბურულია ცოდვით, ბოროტის კვამლით, ხანაც კი, ღვთის მადლის მოქმედებით ნათლდება, ხედავს ღმერთს, უერთდება მას თავის უწრფელეს ლოცვაში და ზიარების საიდუმლოში.
***
რა არის წმინდა გული? - მდაბალი, შემუსვრილი, უზაკველი, უბრა-ლო, უღალატო, მიმნდობი, უეჭველი, უბოროტო, კეთილი, უანგარო, მტრობისა და შურისაგან თავისუფალი.
***
უდიდესი განძი, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება და რასაც ხშირად მოგვმადლებს ხოლმე უფალი ჩვენი მხურვალე ლოცვის შემდეგ, გუ-ლის მშვიდობაა და როგორაც მაცხოვარი ბრძანებს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მათ. 11, 28).
და ასეც იცოდეთ, თუკი მოგეცათ მშვიდობა გულისა, ყველაფერი გაქვთ, ყველაზე მდიდრები ხართ.
(გაგრძელება იქნება...)