მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმ. იოანე კრონშტანდტელი
ჩემი ცხოვრება ქრისტეში - წმ. იოანე კრონშტანდტელი5-06-2015, 00:01  | 
| 
 
 
 
 მომავალი ცხოვრება გახლავთ სრულყოფილი უმწიკვლება იმ გული-სა, რომელიც აქ თანდათანობით იწმინდება. ამ სოფელში იგი ხშირად ახორხლილი, დაბურულია ცოდვით, ბოროტის კვამლით, ხანაც კი, ღვთის მადლის მოქმედებით ნათლდება, ხედავს ღმერთს, უერთდება მას თავის უწრფელეს ლოცვაში და ზიარების საიდუმლოში. 
 
 *** რა არის წმინდა გული? - მდაბალი, შემუსვრილი, უზაკველი, უბრა-ლო, უღალატო, მიმნდობი, უეჭველი, უბოროტო, კეთილი, უანგარო, მტრობისა და შურისაგან თავისუფალი. 
 
 *** უდიდესი განძი, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება და რასაც ხშირად მოგვმადლებს ხოლმე უფალი ჩვენი მხურვალე ლოცვის შემდეგ, გუ-ლის მშვიდობაა და როგორაც მაცხოვარი ბრძანებს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მათ. 11, 28). და ასეც იცოდეთ, თუკი მოგეცათ მშვიდობა გულისა, ყველაფერი გაქვთ, ყველაზე მდიდრები ხართ. 
 
 
 (გაგრძელება იქნება...) უკან დაბრუნება  |