ღირსი გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი (IX) - სიყრმიდან მონაზვნურად ცხოვრობდა. ლეონ ისავრიელის მეფობის (716-741) დროს მან დაითმინა დევნა ხატმბრძოლთაგან და აღმსარებლის სახელი მიიღო.
კონსტანტინე პორფიროგენეტის (780-797) ზეობის წლებში წმიდა გიორგის ხელი დაასხეს ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად კუნძულ ლესბოსზე. წმიდა გიორგის ცხოვრება გაბრწყინებული იყო უბიწოებით, სიწმიდით და ანგელოზთა ცხოვრებას ემსგავსებოდა. 815 წელს, ლეონ სომეხის (813-820) დროს, მოხუცი ეპისკოპოსი ხატმბრძოლებმა განდევნეს კათედრიდან და გადაასახლეს ხერსონესში, სადაც გარდაიცვალა 820 წლის შემდეგ. მისი გარდაცვალების დროს მელიტინის ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.
Xareba.net - ის რედაქცია