მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 20 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა გიორგი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (IX)

20 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა გიორგი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (IX)


19-04-2021, 17:18

20 აპრილი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა გიორგი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (IX)

 

   ღირსი გიორგი აღმსარებელი, მელიტინელი ეპისკოპოსი (IX) - სიყრმიდან მონაზვნურად ცხოვრობდა. ლეონ ისავრიელის მეფობის (716-741) დროს მან დაითმინა დევნა ხატმბრძოლთაგან და აღმსარებლის სახელი მიიღო.

   კონსტანტინე პორფიროგენეტის (780-797) ზეობის წლებში წმიდა გიორგის ხელი დაასხეს ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად კუნძულ ლესბოსზე. წმიდა გიორგის ცხოვრება გაბრწყინებული იყო უბიწოებით, სიწმიდით და ანგელოზთა ცხოვრებას ემსგავსებოდა. 815 წელს, ლეონ სომეხის (813-820) დროს, მოხუცი ეპისკოპოსი ხატმბრძოლებმა განდევნეს კათედრიდან და გადაასახლეს ხერსონესში, სადაც გარდაიცვალა 820 წლის შემდეგ. მისი გარდაცვალების დროს მელიტინის ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება