xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ზრახვებთან საუბარი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
ზრახვებთან საუბარი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
27-03-2015, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

ზრახვებთან საუბარი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

 

   – წმიდაო მამაო, როდესაც ამპარტავნული ზრახვები მომეძალება, სა-შინელ ტანჯვას განვიცდი.

   – შენ რა, ასეთ ზრახვებს შენს თავში დიდხანს აჩერებ ხოლმე?

   – დიახ.

   – რატომ აკეთებ ამას? კარი მიუხურე მათ. თუ ასეთ აზრებს შენში ინ-ახავ, ეს გვნებს, ზრახვა ქურდის მსგავსად შემოვა შენში, შენ კარს უღებ მათ, შეგყავს სახლში, საუბარს გაუბავ, მერე კი ის გაგძარცვავს. განა შეიძლება საუბრის გაბმა ქურდთან? მასთან არა მარტო საუბარს უნდა გაექცე, არამედ, კარი მჭიდროდ უნდა ჩაურაზო, რომ შინ არ შე-მოვიდეს. კარგი, ვთქვათ არ საუბრობ ზრახვებთან, ან შიგნით რათ უშვებ მათ? მაგალითს მოგიტან: ვთქვათ, აზრად მოგივიდა, რომ შენ შეგიძლია გახდე იღუმენია, იმას კი არ ვგულისხმობ, თითქოს მართლა ასეთი აზრები გაქვს, მაგრამ მაგალითად მომაქვს. მაშ ასე, მოგივიდა ასეთი აზრი, კარგი. როგორც კი მის მოსვლას იგრძნობ, უთხარი მას – „მშვენიერი რამ არის, გინდა იღუმენიობა? კარგი, ჯერ საკუთარი თავის იღუმენია გახდი." ამას რომ ეტყვი, მაშინათვე შეწყვიტე სა-უბარი ეშმაკთან, განა მასთან ლაყბობა შეიძლება? აბა ნახე: როდესაც ეშმაკი ქრისტეს განსაცდელად მივიდა, ქრისტემ უთხრა მას:– „წარვედ მართლუკუნ ჩემგან ეშმაკო!" ქრისტემ თუ ამგვარად მიმართა მას, „აბა აქედან დაიკარგეო", ჩვენ რაღათ უნდა გავუბათ საუბარი?!

   – წმიდაო მამაო, „მემარცხენე" აზრებს, მათი წარმომავლობის გაგების მიზნით თუ გავესაუბრები, ეს ცუდია? ცუდი ის არის, რომ შენ ზრახვებს კი არ ესაუბრები, როგორც შენ გეჩვენება, არამედ ეშმაკს. მასთან საუბარში დროს სასიამოვნოდ ატარებ, მაგრამ შედეგად იტ-ანჯები. ასეთ „მემარცხენე" ზრახვებთან საერთოდ ნუ ისაუბრებ. სა-ბრძოლო ყუმბარა მზად გქონდეს და მაშინვე დაუშინე მტერს, რომ ის მოისრას. ეს ის ყუმბარებია, რომლებიც მაშინვე კი არ ფეთქდება, არამედ ორი–სამი წუთის შემდეგ."მემარცხენე" ზრახვა იმ ყუმბარების მსგავსია: თუ მას მაშინათვე განაგდებ, ვერაფერს დაგიშავებს, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც სიფხიზლეს კარგავ და იესოს ლოცვას მიატოვებ, თავის დაცვა აღარ შეგიძლია. გარეთ მყოფი ეშმაკი „დეპეშას" გი-გზავნის, როცა ამ დეპეშას მიიღებ, კითხულობ მას, იჯერებ, რაც იქ წერია, მერე კი არქივში ინახავ. ეშმაკი აი სწორედ ამ დოსიეს გახსნის შენი ბრალდებისათვის.

   – წმიდაო მამაო, როდის ითვლება „მემარცხენე" ზრახვის გაჩენა და-ცემად?

   – აი, შემოდის ზრახვა, შენ კი მას დაუყონებლივ განდევნი, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ისტუმრებ და ესაუბრები მას, ეს უკვე დაცემაა. შეიძლება ასეც იყოს: ვთქვათ ის მოდის, შენ ცოტა ხნით იღებ მას, მაგრამ შემდეგ განდევნი. ეს სანახევრო დაცემაა. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაშიც ივნებ რაიმეს: ეშმაკმა ხომ შენი გონება შებილწა! ანუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითქოს ეშმაკისთვის გეთქვას: – „დილა მშვიდობისა, როგორ ხარ? კარგად?! ჩამოჯექი გაგიმასპინძლდები, რაო? შენ რა ეშმაკი ხარ? მაშინ მიბრძანდი!" კი მაგრამ, ხომ ნახე, რომ ეშმაკი იყო, შიგნით რაღას უშვებდი?! მაგრამ რაკიღა უკვე გაუმა-სპინძლდი, ის კვლავაც მოვა.

 

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი  


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine