მთავარი > საცდურები > ზრახვებთან საუბარი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

ზრახვებთან საუბარი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


27-03-2015, 00:01

 

ზრახვებთან საუბარი (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

 

   – წმიდაო მამაო, როდესაც ამპარტავნული ზრახვები მომეძალება, სა-შინელ ტანჯვას განვიცდი.

   – შენ რა, ასე ზრახვებს შენს თავში დიდხანს აჩერებ ხოლმე?

   – დიახ.

   – რატომ აკეთებ ამას? კარი მიუხურე მათ. თუ ასეთ აზრებს შენში ინ-ახავ, ეს გვნებს, ზრახვა ქურდის მსგავსად შემოვა შენში, შენ კარს უღებ მათ, შეგყავს სახლში, საუბარს გაუბავ, მერე კი ის გაგძარცვავს. განა შეიძლება საუბრის გაბმა ქურდთან? მასთან არა მარტო საუბარს უნდა გაექცე, არამედ, კარი მჭიდროდ უნდა ჩაურაზო, რომ შინ არ შე-მოვიდეს. კარგი, ვთქვათ არ საუბრობ ზრახვებთან, ან შიგნით რათ უშვებ მათ? მაგალითს მოგიტან: ვთქვათ, აზრად მოგივიდა, რომ შენ შეგიძლია გახდე იღუმენია, იმას კი არ ვგულისხმობ, თითქოს მართლა ასეთი აზრები გაქვს, მაგრამ მაგალითად მომაქვს. მაშ ასე, მოგივიდა ასეთი აზრი, კარგი. როგორც კი მის მოსვლას იგრძნობ, უთხარი მას – „მშვენიერი რამ არის, გინდა იღუმენიობა? კარგი, ჯერ საკუთარი თავის იღუმენია გახდი." ამას რომ ეტყვი, მაშინათვე შეწყვიტე სა-უბარი ეშმაკთან, განა მასთან ლაყბობა შეიძლება? აბა ნახე: როდესაც ეშმაკი ქრისტეს განსაცდელად მივიდა, ქრისტემ უთხრა მას:– „წარვედ მართლუკუნ ჩემგან ეშმაკო!" ქრისტემ თუ ამგვარად მიმართა მას, „აბა აქედან დაიკარგეო", ჩვენ რაღათ უნდა გავუბათ საუბარი?!

   – წმიდაო მამაო, „მემარცხენე" აზრებს, მათი წარმომავლობის გაგების მიზნით თუ გავესაუბრები, ეს ცუდია? ცუდი ის არის, რომ შენ ზრახვებს კი არ ესაუბრები, როგორც შენ გეჩვენება, არამედ ეშმაკს. მასთან საუბარში დროს სასიამოვნოდ ატარებ, მაგრამ შედეგად იტ-ანჯები. ასეთ „მემარცხენე" ზრახვებთან საერთოდ ნუ ისაუბრებ. სა-ბრძოლო ყუმბარა მზად გქონდეს და მაშინვე დაუშინე მტერს, რომ ის მოისრას. ეს ის ყუმბარებია, რომლებიც მაშინვე კი არ ფეთქდება, არამედ ორი–სამი წუთის შემდეგ."მემარცხენე" ზრახვა იმ ყუმბარების მსგავსია: თუ მას მაშინათვე განაგდებ, ვერაფერს დაგიშავებს, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც სიფხიზლეს კარგავ და იესოს ლოცვას მიატოვებ, თავის დაცვა აღარ შეგიძლია. გარეთ მყოფი ეშმაკი „დეპეშას" გი-გზავნის, როცა ამ დეპეშას მიიღებ, კითხულობ მას, იჯერებ, რაც იქ წერია, მერე კი არქივში ინახავ. ეშმაკი აი სწორედ ამ დოსიეს გახსნის შენი ბრალდებისათვის.

   – წმიდაო მამაო, როდის ითვლება „მემარცხენე" ზრახვის გაჩენა და-ცემად?

   – აი, შემოდის ზრახვა, შენ კი მას დაუყონებლივ განდევნი, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ისტუმრებ და ესაუბრები მას, ეს უკვე დაცემაა. შეიძლება ასეც იყოს: ვთქვათ ის მოდის, შენ ცოტა ხნით იღებ მას, მაგრამ შემდეგ განდევნი. ეს სანახევრო დაცემაა. იმტომ რომ ასეთ შემთხვევაშიც ივნებ რაიმეს: ეშმაკმა ხომ შენი გონება შებილწა! ანუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითქოს ეშმაკისთვის გეთქვას: – „დილა მშვიდობისა, როგორ ხარ? კარგად?! ჩამოჯექი გაგიმასპინძლდები, რაო? შენ რა ეშმაკი ხარ? მაშინ მიბრძანდი!" კი მაგრამ, ხომ ნახე, რომ ეშმაკი იყო, შიგნით რაღას უშვებდი?! მაგრამ რაკიღა უკვე გაუმა-სპინძლდი, ის კვლავაც მოვა.

 

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი  


უკან დაბრუნება