xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » გონებისა და გულის განწმენდა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
გონებისა და გულის განწმენდა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
26-03-2015, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

გონებისა და გულის განწმენდა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

 

   – წმიდაო მამაო, როგორ ხდება გონებისა და გულის განწმენდა?

   – უკვე გითხარით, რომ გონება და გული განიწმინდოს, არ უნდა მი-ვიღოთ ის მზაკვარი აზრები, რომელიც მაცდურს მოაქვს ჩვენთვის, ამასთან არც ჩვენ უნდა ვაზროვნებდეთ მზაკვრულად, ყოველთვის კეთილი ზრახვების ამუშავებას უნდა ვცდილობდეთ, არ უნდა გვაც-დუნოს სხვების ნაკლოვანებებმა და მათ შეცდომებს შემწყნარ-ებლურად, სიყვარულით უნდა შევხედოთ. როდესაც კეთილი ზრახ-ვები მრავლდება და ადამიანის სული განიწმინდება, ის ღვთის-მოსაობითა და სიმშვიდით მოქმედებს. ასეთი ადამიანის ცხოვრება სამოთხედ გარდაიქმნება, სხვა შემთხვევაში ის ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს და ცხოვრებაც ჯოჯოხეთის სატანჯველად ექცევა.

   იმისათვის რომ განვიწმინდოთ, შრომაა საჭირო, შეიძლება საკუთა-რი სულიერი მდგომარეობის უწმინდურობის აღიარება შევძლოთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ მაცდურის ზრახვებს არ შევიწყ-ნარებთ, თუ თავადაც მზაკვრობას არ განვიზრახავთ და ყოველივე იმის მიმართ, რასაც გვეუბნებიან, ან რასაც ვხედავთ – კეთილ ზრა-ხვებს ავამუშავებთ, მაშინ გონება და გული განიწმინდება. რა თქმა უნდა თავისი მზაკვრული „დეპეშების" დროდადრო გამოგზავნას მაცდური არ შეწყვეტს, ეშმაკის საცდურის ისრები იმ შემთხვევაშიც კი არ შეწყვეტენ ზუზუნს, თუ სრულიად განვთავისუფლდებით საკუ-თარი ზრახვებისაგან, მაგრამ გულგანწმენდილებს ეშმაკის ბრძოლა ვერაფერს დაგვაკლებს.

   – წმიდაო მამაო, ლოცვა გონების გაწმენდას ხელს უწყობს?

  – მხოლოდ ლოცვა საკმარისი არ არის, ვიღაცამ შესაძლოა, ლოცვის დროს ერთი კილო საკმეველი აკმიოს, მაგრამ, თუ გონება სხვათა შესახებ მზაკვრული აზრებითაა სავსე, ლოცვა მას არანაირ სარგებ-ლობას არ მოუტანს. გონება გულს უგზავნის დეპეშას და ადამიანი მხეცად გადაიქცევა. ღმერთს სურს, რომ ჩვენ „გული წმიდა" გვქონდეს, ხოლო გული წმიდაა მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვათა შესახებ ბოროტ ზრახვებს ჩვენში შემოსვლის ნებას არ მივცემთ.

   – წმიდაო მამაო, ადამიანმა ჯერ თვითონ უნდა აამუშაოს კეთილი ზრახვები და ღმერთი მხოლოდ ამის შემდეგ დაეხმარება?

  – აბა შეხედე: ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ნება იმისა, რომ ღვთის შეწევნა ითხოვოს, თუ კეთილ ზრახვებს თავისი ნებით აამუშავებს. კეთილი ზრახვით ადამიანი თავის მზაკვარ გულს განწ-მენდს. მართლაცდა, „გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი–ბორო-ტნი" და „ნამეტნავსაგან გულისა იტყუენ პირი მისი". მაგრამ გარდა ამისა, რომ კეთილი ზრახვების ამოქმედებით ადანიანი გულს განიწ-მენდს, მას საზღაურსაც მიუზღავს ღმერთი.

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine