მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > გონებისა და გულის განწმენდა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

გონებისა და გულის განწმენდა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


26-03-2015, 00:01

 

გონებისა და გულის განწმენდა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

 

 

   – წმიდაო მამაო, როგორ ხდება გონებისა და გულის განწმენდა?

   – უკვე გითხარით, რომ გონება და გული განიწმინდოს, არ უნდა მი-ვიღოთ ის მზაკვარი აზრები, რომელიც მაცდურს მოაქვს ჩვენთვის, ამასთან არც ჩვენ უნდა ვაზროვნებდეთ მზაკვრულად, ყოველთვის კეთილი ზრახვების ამუშავებას უნდა ვცდილობდეთ, არ უნდა გვაც-დუნოს სხვების ნაკლოვანებებმა და მათ შეცდომებს შემწყნარ-ებლურად, სიყვარულით უნდა შევხედოთ. როდესაც კეთილი ზრახ-ვები მრავლდება და ადამიანის სული განიწმინდება, ის ღვთის-მოსაობითა და სიმშვიდით მოქმედებს. ასეთი ადამიანის ცხოვრება სამოთხედ გარდაიქმნება, სხვა შემთხვევაში ის ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს და ცხოვრებაც ჯოჯოხეთის სატანჯველად ექცევა.

   იმისათვის რომ განვიწმინდოთ, შრომაა საჭირო, შეიძლება საკუთა-რი სულიერი მდგომარეობის უწმინდურობის აღიარება შევძლოთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ მაცდურის ზრახვებს არ შევიწყ-ნარებთ, თუ თავადაც მზაკვრობას არ განვიზრახავთ და ყოველივე იმის მიმართ, რასაც გვეუბნებიან, ან რასაც ვხედავთ – კეთილ ზრა-ხვებს ავამუშავებთ, მაშინ გონება და გული განიწმინდება. რა თქმა უნდა თავისი მზაკვრული „დეპეშების" დროდადრო გამოგზავნას მაცდური არ შეწყვეტს, ეშმაკის საცდურის ისრები იმ შემთხვევაშიც კი არ შეწყვეტენ ზუზუნს, თუ სრულიად განვთავისუფლდებით საკუ-თარი ზრახვებისაგან, მაგრამ გულგანწმენდილებს ეშმაკის ბრძოლა ვერაფერს დაგვაკლებს.

   – წმიდაო მამაო, ლოცვა გონების გაწმენდას ხელს უწყობს?

  – მხოლოდ ლოცვა საკმარისი არ არის, ვიღაცამ შესაძლოა, ლოცვის დროს ერთი კილო საკმეველი აკმიოს, მაგრამ, თუ გონება სხვათა შესახებ მზაკვრული აზრებითაა სავსე, ლოცვა მას არანაირ სარგებ-ლობას არ მოუტანს. გონება გულს უგზავნის დეპეშას და ადამიანი მხეცად გადაიქცევა. ღმერთს სურს, რომ ჩვენ „გული წმიდა" გვქონდეს, ხოლო გული წმიდაა მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვათა შესახებ ბოროტ ზრახვებს ჩვენში შემოსვლის ნებას არ მივცემთ.

   – წმიდაო მამაო, ადამიანმა ჯერ თვითონ უნდა აამუშაოს კეთილი ზრახვები და ღმერთი მხოლოდ ამის შემდეგ დაეხმარება?

  – აბა შეხედე: ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ნება იმისა, რომ ღვთის შეწევნა ითხოვოს, თუ კეთილ ზრახვებს თავისი ნებით აამუშავებს. კეთილი ზრახვით ადამიანი თავის მზაკვარ გულს განწ-მენდს. მართლაცდა, „გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი–ბორო-ტნი" და „ნამეტნავსაგან გულისა იტყუენ პირი მისი". მაგრამ გარდა ამისა, რომ კეთილ ზრახვებს ამოქმედებით ადანიანი გულს განიწ-მენდს, მას საზღაურსაც მიუზღავს ღმერთი.

 

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 


უკან დაბრუნება