xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » გმობის აზრების დათრგუნვა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
გმობის აზრების დათრგუნვა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)
20-03-2015, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

გმობის აზრების დათრგუნვა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

    

   

  - წმიდაო მამაო, ამბა ისააკი ამბობს, რომ ჩვენ ვნებებს "სიმდაბლით ვამარცხებთ და არა – თავმაღლობით." ვნების არად ჩაგდება, მასზედ თავის ამაღლება და გმობის აზრების უგულებელყოფა განა ეს ერთი და იგივე არ არის?!

   - არა. ვნებათა არად ჩაგდება ამპარტავნებაა, თვითდაჯერე-ბულობა და რაც ყველაზე უარესია – თვითგამართლება. ანუ – შენ თავს იმართლებ და "უარყოფ” შენს ვნებას, თითქოს ამ-ბობდე: – "ეს ჩემი ვნება არ არის, მას ჩემთან არანაირი კავ-შირი არა აქვს."
   - და არ იღწვი, რომ მისგან გათავისუფლდე. ხოლო გმობის გულისსიტყვები მართლაც უნდა უგულებელსვყოთ, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარით, ისინი ნამდვილად ეშმაკისგან მოდის.

   - ხოლო თუ ადამიანი სხვებს აჩვენებს თავს, თითქოს რაღაც ვნებით იყოს შეპყრობილი, მაგალითად, საკუთარ თავს ნაყ-როვანად წარმოაჩენს; ამის გამო იგი ეშმაკის დასაცინი გახ-დება?
   - ამ შემთხვევაში ეს "კეთილი თვალთმაქცობა იქნება", მაგრ-ამ ის ეშმაკისაგან დასაცინი არ იქნება. ეს შენ დასცინი ეშმაკს, როდესაც ის გმობის აზრებს გაწვდის, შენ კი ამ დროს საეკლე-სიო საგალობელს გალობ.

   - წმიდაო მამაო, როგორ განვდევნოთ გმობის გულისსიტყ-ვები ღვთისმსახურებისას?
   - გალობით – "აღაღე პირი ჩემი" შენ რა, ნოტებით გალობა არ იცი?! ნუ გამოიძიებ ამ გულისსიტყვებს, უბრალოდ არად ჩააგდე ისინი. ადამიანი, რომელიც ლოცვაზე დგას და ამგვარ გულისსიტყვებთან საუბრობს, იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელიც პატაკს აბარებს უფროსს და ამავდროულად ყუმბარას ატრია-ლებს.

   – თუ გმობის გულისსიტყვა მაინც არ დაგტოვებს?

   - თუ ასე მოხდა, მაშ იცოდე, რომ სადღაც შენში მან შესაფე-რის ადგილს მიაგნო. ყველაზე შედეგიანი საშუალება ამ დროს ის იქნება, თუ ეშმაკს არად ჩააგდებ. გმობის გულის-სიტყვების უკან ხომ სწორედ იგი – მზაკვრობის მასწავლე-ბელი იმალება... როდესაც გმობის გულისსიტყვები გებრძ-ვიან, სჯობს, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში თავად არ ჩაება – თვით იესოს ლოცვითაც კი; იმიტომ, რომ მისი წარმო-თქმისას ჩვენს მღელვარებას გამოვამჟღავნებთ, ეშმაკი სუსტ ადგილზე გმობის აზრების ისრებს დაგვიშენს. ასეთ დროს უმჯობესია, თუ რაიმე საეკლესიო საგალობელს იგალობებთ. შეხედეთ, პატარა ბავშვიც კი, რომელსაც სურს, თანატოლს აგრძნობინოს – არად გაგდებო, მას სიტყვას სიმღერით აწყვე-ტინებს, რაიმეს – "ჰერი – ჰერის..." მაგვარს წაიმღერებს. ასეთ-ივე საქციელი გვმართებს ეშმაკთან. მაგრამ საერო სიმღერებ-ით კი ნუ შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ არად ვაგდებთ, არამედ – წმიდა საგალობლებით. საეკლესიო გალობა – ეს მხოლოდ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა კი არ არის, არამედ – ეშმაკის უგულებელყოფა. ამგვარად, ეშმაკს კარგად მოხვდება – ერთი თუ მეორე მხრიდან და ის სიბრაზისაგან გულზე გასკდება.

   – წმიდაო მამაო, ასეთ მდგომარეობაში მყოფს გალობა მიჭ-ირს და წმ. ზიარებაზე მისვლაც კი მიძნელდება.

   – ეს ძალიან სახიფათოა! ეშმაკი ცდილობს, კუთხეში მიგიმ-წყვდიოს, იგალობე კიდეც და ეზიარე კიდეც. ეს გულისსი-ტყვები ხომ შენ არ გეკუთვნის. ამაში მაინც გამოიჩინე ჩემი მორჩილება! იგალობე ერთხელ "ღირს არსი", რომ ეშმაკმა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს და გაცლა ამჯობინოს. შენთვის არ მიამბია ერთი ათონელი ბერის შესახებ? თორმეტი წლის ობოლი მოვიდა იგი წმ. მთაზე, ხორციელი დედის სიყვარ-ულს სრულიად მოკლებული იყო და ამიტომ მთელი თავისი სიყვარული დედა ღვთისას მიუძღვნა, მისდამი ისეთივე გრძნობა ჰქონდა, როგორიც თავისი მშობელი დედისადმი. რომ გენახა, როგორი ღვთისმოსაობით აღასრულებდა მეტა-ნიებს მისი ხატის წინაშე! და აი, მტერი სწორედ მის ამ სიყვარულს გაეთამაშა და გმობის გულისსიტყვები შეუსია, საბრალო! ხატებთანაც კი ვეღარ მიდიოდა. როდესაც მისმა სულიერმა მამამ ეს შეიტყო, ხელი მოჰკიდა და აიძულა, შეეხებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელებსა და სახეს და ასევე მაცხოვარს – იმავე ხატებზე. ეშმაკმა მაშინათვე გაქ-ცევა ამჯობინა. რა თქმა უნდა, მაცხოვრისა და ღვთისმშო-ბლის ხატებზე, პირდაპირ სახეზე მიმთხვევა გარკვეულ-წილად კადნიერებაა. მაგრამ სულიერმა მამამ ბერს ამის გა-კეთება იმისთვის აიძულა, რომ მისგან მტანჯველი გულის-სიტყვები განედევნა.

 

                                                                                                                                           

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine