მთავარი > საცდურები > გმობის აზრების დათრგუნვა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

გმობის აზრების დათრგუნვა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)


20-03-2015, 00:02

 

გმობის აზრების დათრგუნვა (წმიდა პაისი მთაწმინდელი)

 

    

   

  - წმიდაო მამაო, ამბა ისააკი ამბობს, რომ ჩვენ ვნებებს "სიმდაბლით ვამარცხებთ და არა – თავმაღლობით." ვნების არად ჩაგდება, მასზედ თავის ამაღლება და გმობის აზრების უგულებელყოფა განა ეს ერთი და იგივე არ არის?!

   - არა. ვნებათა არად ჩაგდება ამპარტავნებაა, თვითდაჯერე-ბულობა და რაც ყველაზე უარესია – თვითგამართლება. ანუ – შენ თავს იმართლებ და "უარყოფ” შენს ვნებას, თითქოს ამ-ბობდე: – "ეს ჩემი ვნება არ არის, მას ჩემთან არანაირი კავ-შირი არა აქვს."
   - და არ იღწვი, რომ მისგან გათავისუფლდე. ხოლო გმობის გულისსიტყვები მართლაც უნდა უგულებელსვყოთ, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარით, ისინი ნამდვილად ეშმაკისგან მოდის.

   - ხოლო თუ ადამიანი სხვებს აჩვენებს თავს, თითქოს რაღაც ვნებით იყოს შეპყრობილი, მაგალითად, საკუთარ თავს ნაყ-როვანად წარმოაჩენს; ამის გამო იგი ეშმაკის დასაცინი გახ-დება?
   - ამ შემთხვევაში ეს "კეთილი თვალთმაქცობა იქნება", მაგრ-ამ ის ეშმაკისაგან დასაცინი არ იქნება. ეს შენ დასცინი ეშმაკს, როდესაც ის გმობის აზრებს გაწვდის, შენ კი ამ დროს საეკლე-სიო საგალობელს გალობ.

   - წმიდაო მამაო, როგორ განვდევნოთ გმობის გულისსიტყ-ვები ღვთისმსახურებისას?
   - გალობით – "აღაღე პირი ჩემი" შენ რა, ნოტებით გალობა არ იცი?! ნუ გამოიძიებ ამ გულისსიტყვებს, უბრალოდ არად ჩააგდე ისინი. ადამიანი, რომელიც ლოცვაზე დგას და ამგვარ გულისსიტყვებთან საუბრობს, იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელიც პატაკს აბარებს უფროსს და ამავდროულად ყუმბარას ატრია-ლებს.

   – თუ გმობის გულისსიტყვა მაინც არ დაგტოვებს?

   - თუ ასე მოხდა, მაშ იცოდე, რომ სადღაც შენში მან შესაფე-რის ადგილს მიაგნო. ყველაზე შედეგიანი საშუალება ამ დროს ის იქნება, თუ ეშმაკს არად ჩააგდებ. გმობის გულის-სიტყვების უკან ხომ სწორედ იგი – მზაკვრობის მასწავლე-ბელი იმალება... როდესაც გმობის გულისსიტყვები გებრძ-ვიან, სჯობს, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში თავად არ ჩაება – თვით იესოს ლოცვითაც კი; იმიტომ, რომ მისი წარმო-თქმისას ჩვენს მღელვარებას გამოვამჟღავნებთ, ეშმაკი სუსტ ადგილზე გმობის აზრების ისრებს დაგვიშენს. ასეთ დროს უმჯობესია, თუ რაიმე საეკლესიო საგალობელს იგალობებთ. შეხედეთ, პატარა ბავშვიც კი, რომელსაც სურს, თანატოლს აგრძნობინოს – არად გაგდებო, მას სიტყვას სიმღერით აწყვე-ტინებს, რაიმეს – "ჰერი – ჰერის..." მაგვარს წაიმღერებს. ასეთ-ივე საქციელი გვმართებს ეშმაკთან. მაგრამ საერო სიმღერებ-ით კი ნუ შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ არად ვაგდებთ, არამედ – წმიდა საგალობლებით. საეკლესიო გალობა – ეს მხოლოდ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა კი არ არის, არამედ – ეშმაკის უგულებელყოფა. ამგვარად, ეშმაკს კარგად მოხვდება – ერთი თუ მეორე მხრიდან და ის სიბრაზისაგან გულზე გასკდება.

   – წმიდაო მამაო, ასეთ მდგომარეობაში მყოფს გალობა მიჭ-ირს და წმ. ზიარებაზე მისვლაც კი მიძნელდება.

   – ეს ძალიან სახიფათოა! ეშმაკი ცდილობს, კუთხეში მიგიმ-წყვდიოს, იგალობე კიდეც და ეზიარე კიდეც. ეს გულისსი-ტვები ხომ შენ არ გეკუთვნის. ამაში მაინც გამოიჩინე ჩემი მორჩილება! იგალობე ერთხელ "ღირს არსი", რომ ეშმაკმა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს და გაცლა ამჯობინოს. შენთვის არ მიამბია რთი ათონელი ბერის შესახებ? თორმეტი წლის ობოლი მოვიდა იგი წმ. მთაზე, ხორციელი დედის სიყვარ-ულს სრულიად მოკლებული იყო და ამიტომ მთელი თავისი სიყვარული დედა ღვთისას მიუძღვნა, მისდამი ისეთივე გრძნობა ჰქონდა, როგორიც თავისი მშობელი დედისადმი. რომ გენახა, როგორი ღვთისმოსაობით აღასრულებდა მეტა-ნიებს მისი ხატის წინაშე! და აი, მტერი სწორედ მის ამ სიყვარულს გაეთამაშა და გმობის გულისსიტყვები შეუსია, საბრალო! ხატებთანაც კი ვეღარ მიდიოდა. როდესაც მისმა სულიერმა მამამ ეს შეიტყო, ხელი მოჰკიდა და აიძულა, შეეხებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელებსა და სახეს და ასევე მაცხოვარს – იმავე ხატებზე. ეშმაკმა მაშინათვე გაქ-ცევა ამჯობინა. რა თქმა უნდა, მაცხოვრისა და ღვთისმშო-ბლის ხატებზე, პირდაპირ სახეზე მიმთხვევა გარკვეულ-წილად კადნიერებაა. მაგრამ სულიერმა მამამ ბერს ამის გა-კეთება იმისთვის აიძულა, რომ მისგან მტანჯველი გულის-სიტყვები განედევნა.

 

                                                                                                                                           

 

წმიდა პაისი მთაწმინდელი 



უკან დაბრუნება