xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » კალენდარი » 14 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213)
14 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213)
13-05-2024, 23:42  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

 14 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213)

 

 

   14 მაისს (ახ. სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს.

   თამარი საქართველოს ერთადერთი მეფე ქალი იყო, წმინდა დავით აღმაშენებლის შვილთაშვილი და გიორგი III-ის ქალიშვილი. ვინაიდან მეფე გიორგის მემკვიდრე ვაჟი არ ჰყავდა იძულებული გახდა, მეფობისთვის ერთადერთი ქალიშვილი მოემზადებინა. თამარი 5 წლის მანძილზე მამასთან ერთად მართავდა ქვეყანას, მამის გარდაცვალების შემდეგ 1184 წელს კი ერთპიროვნულ მმართველად იქცა 18 წლის ასაკში.

   მისი მეფობის პერიოდი ერთ-ერთი სანიმუშოა საქართველოს ისტორიაში, მან საკუთარი ხელი მალე დაატყო ქვეყანას. თამარი ქრისტიანობის დიდი მცველი იყო. მის სახელს მრავალი კეთილი საქმე უკავშირდება.

   მეფე თამარი მტრებს არ უშინდებოდა. საქართველოს წინააღმდეგ შეყრილ თურქებს მან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. თამარმა ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა ქართველთა მხედრობა, შემდეგ ფეხშიშველი წარუძღვა ლაშქარს წინ და ქალაქის კარამდე მიაცილა. "მერმე თვით მიიქუა პატიოსანი ჯუარი ხელთა თვისთა და ამხედრებულთა ზედა ყოველსა მხარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამგზის, დალოცა და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი”.

   შეისმინა ღმერთმა წმინდა მეფისა და საზეპურო ერის მხურვალე ლოცვა, ქართველებმა ბასიანთან სასტიკად დაამარცხეს მტერი. ამ ომში ქართველთა გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო საქართველოსათვის, არამედ სრულიად საქრისტიანოსთვის. ქართველებს რამდენჯერმე მოუხდათ მაჰმადიანებთან ბრძოლა. ძლიერების მწვერვალზე იყო საქართველო. კავკასიელთა ერთიანი სახელმწიფო უფრო გაშლილიყო.

   ჩრდილოეთით "ნიკოფსიითგან დარუბანდამდის” გადაჭიმული და სამხრეთით "სინოპიდან არდაველამდის”. მეფეთა მეფე იყო თამარი, ხოლო თამარის სახელმწიფო ძლიერი და ერთიანი. მრავალი უთანასწორო ბრძოლა დასრულდა თამარის დროშის გამარჯვებით. გავიდა საუკუნეები და მისი სახელი სალოცავი გახდა საქართველოსთვის.

   ამგვარმა გამარჯვებებმა მეფეთმეფე კიდევ უფრო ღვთისმოსავი გახადა. დღისით იგი, სამეფო ბრწყინვალებით მოსილი, ბრძნულად განაგებდა საქვეყნო საქმეებს, ღამე კი, მუხლმოდრეკილი ლოცულობდა, ცრემლმდინარე ევედრებოდა უფალს საქრისტიანოს გაძლიერებას, ქსოვდა, ქარგავდა, კერავდა და თავის ნამუშაკევს გლახაკებს უნაწილებდა. შენდებოდა ტაძრები, ციხესიმაგრეები, ხიდები. გაჩნდა "თამარის ციხე”, "თამარის ხიდი”, "თამარის ხატი”, "თამარის ეკლესია”…

   XII-XIII საუკუნეების ქართული კულტურის, ვარძიის მშენებლობის ისტორიაში რამდენიმე პერიოდი გამოიყოფა. ერთ-ერთი ეტაპი თამარის მეფობის დასაწყისია. ვარძიის მშვენება ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, სადაც ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახულნი. ყმაწვილ ქალს ეკლესიის მოდელი უპყრია ხელთ. თამარმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად ტაძარი უხვი წყალობით აღავსო. ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე ლაშა-გიორგისთან და გიორგი III-სთან ერთადაა გამოსახული. შენობა შეულესავთ და ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ გადარჩენილი ფრესკები მხატვრული ღირსებით შუა საუკუნეების მონუმენტური ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია.

   წმიდა მეფე თამარი 1213 წელს გარდაიცვალა. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა. ქვეყანამ დაკარგა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი. 

   დიდი ღვაწლის გამო ქართულმა ეკლესიამ დიდი მეფე თამარი წმიდანად შერაცხა.

   მთელ საქართველოს ვულოცავთ ამ მადლიან დღეს და ვუსურვებთ თამარის მსგავსნი ვყოფილიყავით სიბრძნით, უსპეტაკესი ზნეობით, "უკლებელი გონებითა” და ყველა სხვა სიკეთით.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine