მთავარი > კალენდარი, წმ. თამარ მეფე, მთავარი გვედის ფოტო > 14 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213)

14 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213)


13-05-2022, 16:25

 

 14 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა (1213)

 

 

   14 მაისს (ახ. სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს.

   თამარი საქართველოს ერთადერთი მეფე ქალი იყო, წმინდა დავით აღმაშენებლის შვილთაშვილი და გიორგი III-ის ქალიშვილი. ვინაიდან მეფე გიორგის მემკვიდრე ვაჟი არ ჰყავდა იძულებული გახდა, მეფობისთვის ერთადერთი ქალიშვილი მოემზადებინა. თამარი 5 წლის მანძილზე მამასთან ერთად მართავდა ქვეყანას, მამის გარდაცვალების შემდეგ 1184 წელს კი ერთპიროვნულ მმართველად იქცა 18 წლის ასაკში.

   მისი მეფობის პერიოდი ერთ-ერთი სანიმუშოა საქართველოს ისტორიაში, მან საკუთარი ხელი მალე დაატყო ქვეყანას. თამარი ქრისტიანობის დიდი მცველი იყო. მის სახელს მრავალი კეთილი საქმე უკავშირდება.

   მეფე თამარი მტრებს არ უშინდებოდა. საქართველოს წინააღმდეგ შეყრილ თურქებს მან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. თამარმა ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა ქართველთა მხედრობა, შემდეგ ფეხშიშველი წარუძღვა ლაშქარს წინ და ქალაქის კარამდე მიაცილა. "მერმე თვით მიიქუა პატიოსანი ჯუარი ხელთა თვისთა და ამხედრებულთა ზედა ყოველსა მხარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამგზის, დალოცა და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი.

   შეისმინა ღმერთმა წმინდა მეფისა და საზეპურო ერის მხურვალე ლოცვა, ქართველებმა ბასიანთან სასტიკად დაამარცხეს მტერი. ამ ომში ქართველთა გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო საქართველოსათვისარამედ სრულიად საქრისტიანოსთვის. ქართველებს რამდენჯერმე მოუხდათ მაჰმადიანებთან ბრძოლა. ძლიერების მწვერვალზე იყო საქართველო. კავკასიელთა ერთიანი სახელმწიფო უფრო გაშლილიყო.

   ჩრდილოეთით "ნიკოფსიითგან დარუბანდამდის” გადაჭიმული და სამხრეთით "სინოპიდან არდაველამდის”. მეფეთა მეფე იყო თამარი, ხოლო თამარის სახელმწიფო ძლიერი და ერთიანი. მრავალი უთანასწორო ბრძოლა დასრულდა თამარის დროშის გამარჯვებით. გავიდა საუკუნეები და მისი სახელი სალოცავი გახდა საქართველოსთვის.

   ამგვარმა გამარჯვებებმა მეფეთმეფე კიდევ უფრო ღვთისმოსავი გახადა. დღისით იგი, სამეფო ბრწყინვალებით მოსილი, ბრძნულად განაგებდა საქვეყნო საქმეებს, ღამე კი, მუხლმოდრეკილი ლოცულობდა, ცრემლმდინარე ევედრებოდა უფალს საქრისტიანოს გაძლიერებას, ქსოვდა, ქარგავდა, კერავდა და თავის ნამუშაკევს გლახაკებს უნაწილებდა. შენდებოდა ტაძრებიციხესიმაგრეები, ხიდებიგაჩნდა "თამარის ციხე”, "თამარის ხიდი”, "თამარის ხატი”, "თამარის ეკლესია”…

   XII-XIII საუკუნეების ქართული კულტურის, ვარძიის მშენებლობის ისტორიაში რამდენიმე პერიოდი გამოიყოფა. ერთ-ერთი ეტაპი თამარის მეფობის დასაწყისია. ვარძიის მშვენება ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, სადაც ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახულნი. ყმაწვილ ქალს ეკლესიის მოდელი უპყრია ხელთ. თამარმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად ტაძარი უხვი წყალობით აღავსო. ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე ლაშა-გიორგისთან და გიორგი III-სთან ერთადაა გამოსახული. შენობა შეულესავთ და ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ გადარჩენილი ფრესკები მხატვრული ღირსებით შუა საუკუნეების მონუმენტური ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია.

   წმიდა მეფე თამარი 1213 წელს გარდაიცვალა. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვაქვეყანამ დაკარგა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი. 

   დიდი ღვაწლის გამო ქართულმა ეკლესიამ დიდი მეფე თამარი წმიდანად შერაცხა.

   მთელ საქართველოს ვულოცავთ ამ მადლიან დღეს და ვუსურვებთ თამარის მსგავსნი ვყოფილიყავით სიბრძნითუსპეტაკესი ზნეობით, "უკლებელი გონებითა” და ყველა სხვა სიკეთით.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება