ევოლუციური სწავლების მიხედვით კაცობრიობა, როგორც ბიოლო-გიური სახეობა და ადამიანი, მისი კერძო სუბიექტი, პროგრესირებს. ამიტომ ეს უნდა აისახებოდეს ცხოვრების ყველა სფეროზე, მათ შორის რელიგიაზე.
ევოლუციის განვითარების შემდგომ ეტაპზე ევოლუციონისტები კი-დევ უფრო „სრულყოფენ" თავიანთ თეორიას და დასძენენ, რომ ტრან-სფორმაციის დასაწყისში იმყოფებიან, რაც „უმაღლესი რასის", „ზეადა-მიანისა" და „ზერელიგიის" გამოჩენით დასრულდება. ისინი ამბობენ, რომ ჩვენს დროში ევოლუციამ ფიზიოლოგიური და ანატომიური სი-ბრტყიდან სულიერ და მორალურ სიბრტყეზე გადაინაცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ევოლუციის თეორიას არა აქვს მყარი მე-ცნიერული საფუძვლები მტკიცებულების სახით, ის ღრმად შეიჭრა თანამედროვე, მით უფრო ლიბერალურ-ეკუმენისტურად განწყობილ ადამიანების ცნობიერებაში. რატომ? მან შესანიშნავი გასაქანი მისცა ეკუმენისტურ მსოფლმხედველობას.
ნელ-ნელა ამ მოვლენამ მთელი დასავლური რელიგიები მოიცვა.
ევოლუციონისტებმა ნაცადი ხერხით უარყვეს ჭეშმარიტების ურყევი პრინციპები: დოგმები და კანონები და სამაგიეროდ ნაკლებმნიშვ-ნელოვან საკითხებზე გადაიტანეს ყურადღება.
დასავლურმა კონფესიებმა რელიგია, უპირველეს ყოვლისა, სოციალ-ურ პროდუქტად, ამსოფლიურ ინსტიტუტად, ორგანიზაციად მიიჩ-ნიეს.
პროტესტანტები ამბობენ: „ჩვენ აღარ ვახდენთ მომავალი ცხოვრების დემონსტრირებას, ჩვენ ვიკვლევთ, თუ როგორი შედეგები აქვს უკვდა-ვების რწმენას ადამიანის მოქმედებაზე."
მთლიანობაში, ევოლუციამ ფასეულობათა ახალი სისტემა წარმოქ-მნა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისაგან. თუმცა დასავლეთში მას „ქრისტიანული ევოლუციონიზმი" უწოდეს.
ევოლუციონისტი ეკუმენისტების აზრით, ღმერთი, მართალია, არს-ებობს, მაგრამ ის თითქოს გაუპიროვნებულია, ანუ იგი ქმნის სამ-ყაროს, ხოლო შემდეგ უკანა პლანზე გადადის და ევოლუციას უთმობს ასპარეზს. ეს წმიდა სახის დეიზმის მწვალებლობაა.
ქრისტიანობასთან მიმართებაში ისინი ეკუმენისტების და პანეკუმ-ენისტების მსგავს სულისკვეთებას ამჟღავნებენ. ვინმე ფრანგი მეცნი-ერი პიერ დე კონტ დუ ნუი თავის ნაშრომში დაასკვნის: „ქრისტიანობა არ ფლობს ობიექტურ, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას... ჩვენ ტრანსფორ-მაციის დასაწყისში ვიმყოფებით, რაც უმაღლესი რასისა და რელიგიის გამოჩენით დასრულდება".
ანუ, სამყაროში თურმე ყველაფერი ევოლუციას ექვემდებარება, ყვე-ლაფერი იცვლება, პროგრესირებს. არ არსებობს არავითარი გამონაკ-ლისი, არავითარი ჭეშმარიტი რელიგია. ადამიანის ევოლუციის მომა-ვალი „ზეადამიანისა" და „ზერელიგიის" წარმოქმნაშია.
გვაინტერესებს: თუკი ევოლუციის პროცესი ღმერთმა დაიწყო, მაშინ როგორ მოხდა, რომ მისი დასასრული ღმერთს აღარ ემორჩილება?!
რა ვუყოთ ღვთის განგებულებას, ურომლისოდაც თმის ბეწვიც არ ჩამოვარდება ჩვენი თავიდან. (ლუკ. 21.18).
ევოლუციონისტების მამად წოდებული კათოლიკური სამყაროს სა-სულიერო პირი და მეცნიერი ტიერ დე შარდენი ამბობს:
„ევოლუციით ხორციელდება ერთგვარი უნივერსალური გამოცხად-ება კაცობრიობისათვის. მიუხედავად იმისა ქრისტიანები არიან ის-ინი, ათეისტები თუ სხვანი და ყველაფერი, მათ შორის, რელიგიაც, ევოლუციურად უნდა იქნეს გაგებული...
თანამედროვე სამყარო - ეს არის ევოლუციის სამყარო, აქედან გა-მომდინარე, სულიერი ცხოვრების სტატიკური (ანუ დოგმატური) კონ-ცეფციები ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს, ხოლო ქრისტეს კლასი-კური სწავლება ახლებურად განიმარტოს." (კლასიკური ეკუმენიზმი-ავტ.).
შარდენის აზრით, „ქრისტეს სხეული" - არ არის მართლმადიდებ-ლური ქრისტე, არამედ „უნივერსუმის ქრისტე", ან „ზექრისტე", ევო-ლუციონირებადი ქრისტე, რომელიც იქნება ეთიკისა და მორალის საუკთესო ნიმუში და არა ჭეშმარიტი ღმერთი, და რომელიც საბო-ლოოდ ყველა რელიგია ერთ წერტილში მოიყრის თავს და გააერ-თიანებს".1
ეს არის თეოსოფია, რომელიც ამბობს, რომ ყველა რელიგია ცენტ-რისკენ მიმართული რადიუსია.
ცნობილია, რომ თეოსოფიისთვის ერთიანი ჭეშმარიტება არ არსე-ბობს. ის წარმართული მრავალღმერთიანობის გამეორებაა. ქრისტე ღმერთი ზორაოსტრასთან, ბუდასთან ერთიან რაკურსში განიხილება. ქრისტიანობა არა ყველა ერის ჭეშმარიტებად, არამედ რეგიონალურ რელიგიად ცხადდება.
ეს არის იგივე ეკუმენიზმი, სადაც თანასწორობის პრინციპი არა ყვე-ლა რელიგიაზე, არამედ მხოლოდ ქრისტიანულ კონფესიებზე ვრცე-ლდება.
ამდენად, ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, როგორც ქადაგებენ დასა-ვლეთში, შეიძლება პერსპექტივა აღმოჩნდეს, შორეული, მაგრამ მაინც პერსპექტივა, უკვე რეალიზებული პროტესტანტულ სექტებში.
1მღვდ. მონ. სერაფიმე (როუზი). ქრისტიანული ევოლუციონიზმი. თბ. 2008. გვ. 315-340.
Xareba.net - ის რედაქცია