xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » გმობის შესახებ
გმობის შესახებ
27-11-2014, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

გმობის შესახებ

 

ნუ განიკითხავთ მონაზვნებს

 

   ეკლესიის სიტყვაში ნოემბრის ოცდამეშვიდე დღისათვის სხვა შე-გონებებს შორის ნათქვამია:

   მრავალი უგუნური განუსჯელად აძაგებს ბერ-მონაზვნებს. როდესაც ხედავენ რომელიმე მათგანს შემცოდეს, ამბობენ, რომ უფალს ასე უბრძანებია, თავად კი ურიცხვ უკეთურებას სჩადიან, ძალადობას და ძარცვას არ იშლიან. თუკი დაინახავენ, რომ მონაზონი გემრიელ საკ-ვებს შეექცევა, კიდევ უფრო მეტად გმობენ მას, თავად კი დღეცისმარე მემთვრალეობენ და მით მარადიულ ცეცხლს განიმზადებენ.-ამის გამგონენი ალბათ მრავალნი იკითხავენ: რად გვითხარ ეს სიტყვა და რა გვიცხადდება მისგან?

   ამაზე აი, რას გიპასუხებთ: იმისთვის გასმინეთ ეკლესიის სიტყვა, რომ გულისხმაჰყოთ: ვინც სხვას გმობს, იგი თითქმის ყოველთვის უღირსი ადამიანია და თითქმის ნამდვილად თავად ათწილ უარესია მის მიერ განკიცხულზე. გაკვირვებთ განა? ნუ ჰკვირვობთ. ისმინეთ, რას ამბობს მგმობელთა შესახებ ღირსი ეფრემ ასური, და დარწმუ-ნდებით ჩვენს სიტყვათა ჭეშმარიტებაში: ვინც ტკბება სხვათა ძაგე-ბით, - ამბობს ღირსი მამა, - იგი ცხადად გვიჩვენებს, რომ თავად სჭირს ის, რის გამოც სხვებს გმობს. რადგანაც სხვისი მძაგებელი საკუთარ თავს კიცხავს. ასეთი ადამიანი ხორცის მსახურია - ამა სოფლის ბა-დეში გახლართული. ავსიტყვა კაცი თავსმდებია ცილისწამებისაც, სიძულვილისაც, ბეზღებისაც; ამიტომაც ძმათა მკვლელად, დაუნდო-ბელ, უწყალო მკვლელად მიგვიჩნევია იგი. ხოლო, ვინც არასოდეს ივიწყებს ღვთის შიშს, ვისაც წმინდა აქვს გული, მას არ სიამოვნებს სხვათა ძაგება, არ ატკბობს სხვათა საიდუმლოებანი, სხვათა დაცემაში არ ეძებს სიხარულს. ამიტომაც ნამდვილად ცრემლის და ტირილის ღირსია იგი, ვინც სხვათა გმობას ჩვეულა. განა საძულველი არაა ეს ჩვევა? ამიტომაც წმინდა მოციქული, ბიწიერ საქმეთა ქმნას რომ გვიკრძალავს, ავსიტყვაობასაც მათ რიგში მოიხსენიებს: ...არცა მაგი-ნებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა არა დაიმკ-ვიდრონ (1 კორ. 6, 10). ამგვარად, ძმანო, მართალი მოგვიხსენებია თქვენთვის, როდესაც გითხარით, რომ სხვათა მძაგებელი თითქმის ყოველთვის ავი ადამიანია თავად და თითქმის ნამდვილად ათწილ უარესია მის მიერ გაკიცხულზე. ამიტომაც, როდესაც გაგიჩნდებათ მაცდური აზრი, ავად მოიხსენიოთ მოყვასი, მაშინვე უთხარით საკ-უთარ თავს:-ეშმაკი იმისთვის მინერგავს ამგვარ აზრს, რომ აზრის საქმედ ქცევით თავად მე გამხადოს ავი, დაუნდობელი, ჩემგან ძაგ-ებულზე უარესი, და დამღუპოს.-და როდესაც ასე იფიქრებთ, გაგცი-ლდებათ მოყვასის ძაგების ვაგლახი აზრი და საკუთარ ენას ბორ-ოტების თქმას არ დაანებებთ. ხოლო იმისათვის, რათა სამუდამოდ მოიცილოთ ავსიტყვაობის ცოდვა, ისმინეთ ჩვენი ღირსი მამის, ჩვენგან უკვე ხსენებული ეფრემ ასურის სიტყვა. ნეტარია იგი, - ამბობდა ღირსი მამა, - და სამგზის ნეტარია, ვისაც საკუთარი ენი-სთვის სხვათა ძაგებით არ უვნია, ვისაც ენით გული არ შეურყვნია, არამედ შეგნებული აქვს, რომ სასჯელს მივეგებით ყველანი, და არ ტკბება სხვათა გმობით, არამედ მოძულებული აქვს ეს ვნება. რადგანაც მას, ვინც სხვა არ აძაგა, შეურყვნელად დაუცავს თავი. მას საფრთხე არ შეხვედრია და შეურყვნელია მისი სინდისი. ვინც გაურბის ავსიტ-ყვაობის სულს, მან ბოროტ ადამიანებთან დაახლოებისგან დაიცვა თავი და ეშმაკთა ლაშქარი დაამარცხა. ვინც არ შეიძინა მგმობელი ენა, მან განუპარველი საუნჯე მოიპოვა. ვინც სხვათა გმობას არ ჩვეულა, მან ძმათაკვლას აარიდა თავი, მას არც სხვანი დაგმობენ. ვინც არ შეუპყრია გმობის სულს, მან ჭეშმარიტად შეიცნო, რომ თავადაც ხორციელი ადამიანია, და შეუბღალავად შეინახა თავი. ვინც ერთ-ობაში არ არის ავსიტყვა ხალხთან, იგი ანგელოზებთან დამკვიდ-რდება. ვისაც ყურნი და ენა ავსიტყვაობით არ მოუწალმავს, მას სიყვარულის კურნება მოსდგამს. ვინც ავსიტყვაობით არ შეირყვნის ბაგეებს, მის ბაგეს სულიწმინდის ნაყოფთა სურნელი ასდის. ამიტომ ჭეშმარიტად ნეტარია, და კვლავაც ვიტყვი, ნეტარია იგი, ვინც ავსი-ტყვაობისგან მოიზღუდა თავი. ამინ.

 

 

 

 

„სვინაქსარი". ტომი I. 



  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine