მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > გმობის შესახებ
გმობის შესახებ27-11-2014, 00:01 |
ნუ განიკითხავთ მონაზვნებს
ეკლესიის სიტყვაში ნოემბრის ოცდამეშვიდე დღისათვის სხვა შე-გონებებს შორის ნათქვამია: მრავალი უგუნური განუსჯელად აძაგებს ბერ-მონაზვნებს. როდესაც ხედავენ რომელიმე მათგანს შემცოდეს, ამბობენ, რომ უფალს ასე უბრძანებია, თავად კი ურიცხვ უკეთურებას სჩადიან, ძალადობას და ძარცვას არ იშლიან. თუკი დაინახავენ, რომ მონაზონი გემრიელ საკ-ვებს შეექცევა, კიდევ უფრო მეტად გმობენ მას, თავად კი დღეცისმარე მემთვრალეობენ და მით მარადიულ ცეცხლს განიმზადებენ.-ამის გამგონენი ალბათ მრავალნი იკითხავენ: რად გვითხარ ეს სიტყვა და რა გვიცხადდება მისგან? ამაზე აი, რას გიპასუხებთ: იმისთვის გასმინეთ ეკლესიის სიტყვა, რომ გულისხმაჰყოთ: ვინც სხვას გმობს, იგი თითქმის ყოველთვის უღირსი ადამიანია და თითქმის ნამდვილად თავად ათწილ უარესია მის მიერ განკიცხულზე. გაკვირვებთ განა? ნუ ჰკვირვობთ. ისმინეთ, რას ამბობს მგმობელთა შესახებ ღირსი ეფრემ ასური, და დარწმუ-ნდებით ჩვენს სიტყვათა ჭეშმარიტებაში: ვინც ტკბება სხვათა ძაგე-ბით, - ამბობს ღირსი მამა, - იგი ცხადად გვიჩვენებს, რომ თავად სჭირს ის, რის გამოც სხვებს გმობს. რადგანაც სხვისი მძაგებელი საკუთარ თავს კიცხავს. ასეთი ადამიანი ხორცის მსახურია - ამა სოფლის ბა-დეში გახლართული. ავსიტყვა კაცი თავსმდებია ცილისწამებისაც, სიძულვილისაც, ბეზღებისაც; ამიტომაც ძმათა მკვლელად, დაუნდო-ბელ, უწყალო მკვლელად მიგვიჩნევია იგი. ხოლო, ვინც არასოდეს ივიწყებს ღვთის შიშს, ვისაც წმინდა აქვს გული, მას არ სიამოვნებს სხვათა ძაგება, არ ატკბობს სხვათა საიდუმლოებანი, სხვათა დაცემაში არ ეძებს სიხარულს. ამიტომაც ნამდვილად ცრემლის და ტირილის ღირსია იგი, ვინც სხვათა გმობას ჩვეულა. განა საძულველი არაა ეს ჩვევა? ამიტომაც წმინდა მოციქული, ბიწიერ საქმეთა ქმნას რომ გვიკრძალავს, ავსიტყვაობასაც მათ რიგში მოიხსენიებს: ...არცა მაგი-ნებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა არა დაიმკ-ვიდრონ (1 კორ. 6, 10). ამგვარად, ძმანო, მართალი მოგვიხსენებია თქვენთვის, როდესაც გითხარით, რომ სხვათა მძაგებელი თითქმის ყოველთვის ავი ადამიანია თავად და თითქმის ნამდვილად ათწილ უარესია მის მიერ გაკიცხულზე. ამიტომაც, როდესაც გაგიჩნდებათ მაცდური აზრი, ავად მოიხსენიოთ მოყვასი, მაშინვე უთხარით საკ-უთარ თავს:-ეშმაკი იმისთვის მინერგავს ამგვარ აზრს, რომ აზრის საქმედ ქცევით თავად მე გამხადოს ავი, დაუნდობელი, ჩემგან ძაგ-ებულზე უარესი, და დამღუპოს.-და როდესაც ასე იფიქრებთ, გაგცი-ლდებათ მოყვასის ძაგების ვაგლახი აზრი და საკუთარ ენას ბორ-ოტების თქმას არ დაანებებთ. ხოლო იმისათვის, რათა სამუდამოდ მოიცილოთ ავსიტყვაობის ცოდვა, ისმინეთ ჩვენი ღირსი მამის, ჩვენგან უკვე ხსენებული ეფრემ ასურის სიტყვა. ნეტარია იგი, - ამბობდა ღირსი მამა, - და სამგზის ნეტარია, ვისაც საკუთარი ენი-სთვის სხვათა ძაგებით არ უვნია, ვისაც ენით გული არ შეურყვნია, არამედ შეგნებული აქვს, რომ სასჯელს მივეგებით ყველანი, და არ ტკბება სხვათა გმობით, არამედ მოძულებული აქვს ეს ვნება. რადგანაც მას, ვინც სხვა არ აძაგა, შეურყვნელად დაუცავს თავი. მას საფრთხე არ შეხვედრია და შეურყვნელია მისი სინდისი. ვინც გაურბის ავსიტ-ყვაობის სულს, მან ბოროტ ადამიანებთან დაახლოებისგან დაიცვა თავი და ეშმაკთა ლაშქარი დაამარცხა. ვინც არ შეიძინა მგმობელი ენა, მან განუპარველი საუნჯე მოიპოვა. ვინც სხვათა გმობას არ ჩვეულა, მან ძმათაკვლას აარიდა თავი, მას არც სხვანი დაგმობენ. ვინც არ შეუპყრია გმობის სულს, მან ჭეშმარიტად შეიცნო, რომ თავადაც ხორციელი ადამიანია, და შეუბღალავად შეინახა თავი. ვინც ერთ-ობაში არ არის ავსიტყვა ხალხთან, იგი ანგელოზებთან დამკვიდ-რდება. ვისაც ყურნი და ენა ავსიტყვაობით არ მოუწალმავს, მას სიყვარულის კურნება მოსდგამს. ვინც ავსიტყვაობით არ შეირყვნის ბაგეებს, მის ბაგეს სულიწმინდის ნაყოფთა სურნელი ასდის. ამიტომ ჭეშმარიტად ნეტარია, და კვლავაც ვიტყვი, ნეტარია იგი, ვინც ავსი-ტყვაობისგან მოიზღუდა თავი. ამინ.
„სვინაქსარი". ტომი I. უკან დაბრუნება |